ეგრეა ძმაო აქ
არ აფასებენ პატრიოტიზმს და სიმართლეს
უკოფეინო ყავას სვამენ და "ხალასტოი" ტყვიებით ისვრიან
შენ გეგონა ყველა შენნაირი ვოლკი იყო? ცდები აქ ჩვენ გმირებს ველოდებით რომ მერე ჩვენს ზურგზე არ გადაიაროს იმ ტკივილმა რაც თავისუფლებისთვის ბრძოლას მოაქვს
აიღე ავტომატი
შეერკინე რუსს
გაანთავისუფლე შენი ქვეყანა და შენი ხალხი
ისტორიის სახელმძღვანელოში შეგიტანთ და მხატვრული მუღამისთვის ვინმე ალიონა ნასკაევას დაგიყენებთ თანამძრახველად
ალიონა ლამაზი ქალი იქნება. ნამდვილი ბელორუსული ჯიშის ქორფა ქალი
დაჟე ლიტერატურაში პერევაროტს მოვახდენთ და ალიონა კათოლიკე ბელორუს ქალს წინში მოგადღვნევინებთ . მთელი სიმძაფრით აღვწერთ შენს მამაკაცურ გმირულ ჰაბიტუსს და მღელვარებას. ამ სიყვარულის სექსად ქცევის პროცესს მეტაფორად ვაქცევთ, როგორც ქართველი სულის შეუპოვრობის მანიფესტს
გაუკეთე ეს შენს სამშობლოს და სახელმძღვანელოებში შეგიყვანთ
გაგაღმერთებთ და ძეგლებს დაგიდგამთ
იმ პათოსს დავიჭერთ შენი ხსენებისას ყველგან რა პათოსითაც ამ ტექსტს კრეფდი კლავაიატურაზე
ღმერთმა დაგლოცოს შენ და საქართველო
ამერიკული ოცნებები სადაც ყოველი მე-20 მემილიონე წარმატებული ხდება და სხვები მას შეჰყურებენ... (c) nikusha_marx