#38174090 · 27 Sep 2013, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინსტიტუტებს სწორედ რომ საძირკველი არ ჰქონდა საიმედო, ზემოდან კი სჩანდა ლამაზი, ან ასე აჩვენებდნენ და აპიარებდნენ წლების მანძილზე. სასამართლო და პოლიცია მაქვს მხედველობაში, უპ. ყოვლისა. შეიძლება ითქვას, რომ - ჯარიც. სამივე - პოლიტიზებული და ერთი კაცის ნების აღმსრულებელი. სასამართლოსთვის საძირკველის შექმნა - სასამართლოს დამოუკიდებლობაა, რაც ახლა რეალურად ხორციელდება და თუ მოსამართლეები იგივენი დარჩნენ - ეს საძირკველი კი არა, შენობის ხილვადი ნაწილია და ალბათ, ამას უთვლის სისუსტედ. აქ შეიძლება დაეთანხმო კიდეც, თუმცა თავად მისი მხრიდან ამაზე ნიშნის მოგება ვირეშმაკობაა. იგივე შეიძლება ითქვას პოლიციაზეც. ასე, რომ - ყველაფერი უკუღმა და ვირეშმაკულად, როგორც ახასიათებს.
This post has been edited by crocodile on 27 Sep 2013, 16:41
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|