tb-seli
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13095
წევრი No.: 115572
რეგისტრ.: 14-May 10
|
#38257027 · 4 Oct 2013, 11:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fаshist
QUOTE | ამ ჩიპებს რაც შეეხება მეზარება რა ეხლა კამათი ამერიკაში ეგრე ბავშვებს მობილურში უყენებენ პროგრამას რომელიც ზუსტ კოორდინატებს გადასცემს მშობლებს ხოდა ანუ ყველა მობილურში მაგას დააყენებს სახელმწიფო? მაგ ჩიპებს რაც შეეხება სისულელე ან ტყუილი მგონია გინდაც შორს რომ მოქმედებდეს ვთქვათ 100-300 მეტრზე მაინც როგორ უნდა აღმოაჩინონ ძაღლი ან სკლეროზიანი კაცი? ლინკი დადე აბა რამე მანდ სხვა რაღაცაში იქნება საქმე |
ამ პირადობეს არ აქვს ექ ფუნქცია, ანუ კოორდინატების გადაცემა და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ RFID ტექნოლოგიაზე დამზარებული ჩიპი, რომელიც აწვდის სკანერს მხოლოდ ამ ჩიპში მდებარე ინფორმაციას და არა კოორდინატებს, აი ბიოჩიპი კი უფრო სხვა რამეა, მანდ RFID ტექნოლოგიასთან ერთად იყენებე სხვადასხვა დამატებით ტექნოლოგიებს, როგორიცაა GPS ტექნოლოგია და სხვა. ეს პირადობა კი მიახლოებაა იმ რეალობასთან, სადაც უკვე გამოიყენებენ ბიოჩიპებს, თუმცა არც ეს არ იძლევა ნაკლები კონტროლის საშვალებას.
Makumba666
QUOTE | ეგ, რაღაცა დოზით, ეხლაც მასეა. ანუ არ ვიცი მიბმაში რას გულისხმობ, მაგრამ ბანკში ბარათს როცა იღებ, ან ანგარიშს ხსნი - ის ავტომატურად არის "მობმული" შენზე. გამონაკლისი იქნება ანონიმური ანგარიშები, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ამას არ უშვებს მე მგონი. ამიტომ მიბმა არ მიბმა აქ არაფერს არ წყვეტს. მთავარი აქ სხვა რამეა - მაგალითად, სახელმწიფო არ უნდა აკონტროლებდეს და განკარგავდეს ჩემს ფულს, ის არ უნდა მითვლიდეს რამდენი ფული მაქვს (ნუ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების - გამოძიბეა .დ.აშ.). ანუ, თუ მაგალითად მე მექნა 10 ანგარიში 10 ბანკში, სახელმწიფოს ბუნებრივია ეცოდინება (დღესაც კი), რომ მე ამდენი და ამდენი ანგარიში მაქვს, მაგრამ კომერციული ინფორმაცია (ვთქვათ სად რამდენი ფული მიდევს დ.ა.შ.) ბანკებმა არ უნდა გასცენ და ამას სახელმწიფო ვერ დაავალდებულებს (ცხადია ნორმალური სახელმწიფო მაქვს მხედველობაში და არა მიშას ეპოქა). მაგრამ ახლა წარმოიდგინე სხვა რამე - სახელმწიფომ მომცა რა აიდი ბარათი გამიხსნა ანგარიში და დამავალდებულა მთელი ფული მედოს ამ ანგარიშზე. ეს უკვე, სულ სხვა რამეა ხომ? კონტროლის თვალსაზრისითაც და დაბლოკვისაც. ამიტომ აქ მიბმაზე კი არაა საუბარი, არამედ ფულის სავალდებულო შენახვაზე. |
კონტროლი გეთანხმები ეხლაც არის და ყოველთვის იყო, მაგრამ ეს არის უპრეცედენტო კონტროლი და მითუმეტეს მასების ერთბაშად კონტროლის საშვალებას იძლევა. აი მაგალითად ყველას აქვს აღებული ეს ახალი პირადობა. ამ პირადობის ჩიპში იქნება შეყვანილი უნიკალური ნომერი (როგორც ეხლაა პირადი ნომერი) და მეტი არაფერი. არსებობს ასევე დიდი სერვერი, სადღაც კარგად დაცულ შენობაში, და ასევე კარგად დაცული პროგრამულად. ამ სერვერში მოიყრის ტავს თითოეული მოქალაქის ყველანაირი ინფორმაცია, დაწყებული ფინანსური მდგომარეობით დამთავრებული ჯამრთელობის მდგომარეობით. შენი ფინანსური აქტივები, მართვის მოწმობა, დიპლომი, და ყველაფერი იქნება შენახული სერვერზე. ხოლო მაღაზიებში და სხვა დაწესებულებში იქნება კლიენტები (სპეციალური მოწყობილობები) რომლებიც მიერთებული იქნება სერვერთან და შენი პირადობაში ჩაყენებული ჩიპის საშვალებით მოხდება ინფორმაციის გაცვლა სერვერსა და კლიენტს შორის. გამოხვედი ქუჩაში და ჩაჯექი ავტობუსში, დაადებ ავტობუში დამონტაჟებულ ხელსაწყოს (კლიენტს) შენს პირადობას, ხელსაწყო ამოიცნობს ჩიიდან შენს პირად ნომერს და გადააგზავნის სერვერზე, სერვერი მიირებს შენს პირად ნომერს, შევა შენს ფინანსურ ქვეყანყოფილებაში და ავტომატიურად ჩამოგეჭრება ანგარიშიდან 50 თეთრი თუ რაც ღირს. აპარატი სერვერზე შენს პირად ნომერთან ერთად გააგზავნის ასევე ავტობუსის ნომერს, დროს, მდებარეობას, და ასე შემდეგ, რაც ეს ყველაფერი შეინახება სერვერზე სპეციალურ ქვეგანყოფილებაში. ჩამოხვედი ავტობუსიდან და მიხვედი ბანკომატთან, დაადებ შენს პირადობას და შენი პირადი ნომერი კვლავ გაიგზავნება სერვერზე და გამოჩნდება შენი ფინანსური მდგომარეობა, რამდენსაც გინდა გამოიტან ფულს და ეს მონაცემები კვლავ შეინახება სერვერზე, სერვერზე ასევე გადაიგზავნება, ბანკომატის მდებარეობის ადგილი, დრო და ასე შემდეგ.(თუმცა შემდგომ ბანკომატების არსებობის აუცილებლობაც აღარ იქნება საჭირო და მთლიანად ელექტრონულ ფულზე გადავლენ) შეხვედი მაღაზიაში და აარჩიე შენთვის სასურველი პროდუქცია, მიხვალ სალარო ოპერატორტან და მიაწვდი პირადობას, ის დაადებ ამ პირადობას სპეციალურ აპარატს , სადაც კვლავ მოხდება შენი პირადი ნომრის ამოცნობა და სერვერზე გადაგზავნა და იგივე ხდება ყოველთვის, სერვერზე ასევე გაიგზავნება დრო, მდებარეობა, პროდუქციის ჩამონათვალი და ასე შემდეგ. შეხვალ ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად, რეგისტარაციის გავლისას უნდა მიუთითი რომელი წიგნის წაკითხვა გსურს და რა ინფორმაციას ეძებ. შემდეგ საფასურის გადახდის დრო რო მოვა , სერვერს გაეგზავნება ასევე ის ინფორმაცია რისთვისაც იყავი შესული მაგ ბიბლიოთეკაში და რა მომსახურება მიიღე. წარმოიდგინე ყველაფერში და ყოველთვის იქნება ესე და ესე იქნება ყველა მოქალაქისთვის. ეხლა ვიღაცა ცუდ ტიპს(წინა მთავრობაში რო იყვნენ ქარდავები და ვიღაცეები, აი ეგეთი) მოუნდ რომელირაცა ტიპის დაშანტაჟება და განადგურება. ის ვირაცა თავის ტანამშრომლებს კი აღარ დაავალებს რომწადიტ და ამ ტიპს დღეები და კვირეები უთვალთვალეთ და ინფრმაცია მოაგროვეთ მის შესახებო, არამედ დაჯდება ტყავის სავარძელში და 15 წამში ამოყრის ისეთ ინფორმაციას, რომ მისი თანამშრომლები ამ ინფორმაციას დღეების კი არა წლების განმავლობაში ვერ მოაგროვებდნენ. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის შემთხვევაში, აი როდესაც ადამიანების დიდ მასას ეხება, მანდ ხომ საერთოდ უძლურია ძალოვანების სამსახური, იმ გაგებიტ რომ 500 ადამიანზე ინფორმაციის მოგროვებას დაჭირდება, მინიმუმ 1000 ტანამშრომელი და ასევე ზალიან დიდი დრო, ამას ეს ცუდი პოლიციელი კი გააკეტებს ასევე 15 წამში და ამ ხუთასივე ადამიანზე ექნება ძალიან ძალიან დაწვრილებითი ინფორმაცია, რითი სუნთქავს და რას ჭამს, რომელ გაზეთს კითხულობს, ვისთან მეგობრობს და აბსოლუტურად ყველაფერს. აი ეს არის უპრეცედენტო კონტროლი, რაც ჩვენს ქვეყანასაც კარგს არაფერს არ მოუტანს. ხოლო იმის ტქმა რომ მაინც გვისმენენ, მაინც გვაკონტროლებენ და ასე შემდეგ . ეს არის არასწორი მიდგომა საკითხისადმი და იმიტომ დავწერე ესე დაწვრილებით რომ უფრო თვალნათლივ წარმოიდგინოს ყველამ და შედარება გააკეთოს დღევანდელ კონტროლთან და შემდგომ კონტროლთან.
--------------------
ზე სახელმწიფოების მონობას, უფლის მონობა გერჩივნოდეთ!
|