აშკარად დაინტერესებული ჩანხართ და არ ღირს. ისე რომელი ერთი უნდა ჩამოგითვალოთ?
ბიზნესის შეწერა შსს-ს და პროკურატურის მიერ.
კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის დევნა, პარლამენტის დეპუტატი გელაშვილი შსს-ს სპეცრაზმმა გაიმეტა სასიკვდილოდ და ვისი დავალებაც იქნებოდა იასნია.
ჟვანიას სიკვდილსაც რომ მკვლელობის სუნი უდის იმედია მიხვდებოდით, პრემიერ-მინისტრები თუნდაც კონსპირაციულ ბინებში ცალი ფეხსაცმლით არ დადიან.
ციხის ბუნტად მონათლული ეგზეკუცია ციხეებში, როცა რამდენიმე ათეული პატიმარი დაიღუპა.
მუხროვანის ამბოხად მონათლული ავანტიურა, რომლის მეშვეობითაც ბელადმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი დაშალა.
ქალაქის ქუჩებში უმოწყალოდ ჩაცხრილული ბიჭები, გირგვლიანი, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ ცემით სიკვდილამდე მიყვანილი სვანი წესიერი (ტრაქტორისტი) კაცი, რომელიც მალევე გარდაიცვალა მიღებული ტრავმებისაგან.
გია ბარამიძის მიერ სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია რომლის დროსაც ხელაწეული ენვერ აფრასიძე დაცხრილეს ხოლო მის შვილს, ბეჭდის მოსახსნელად თითი მოაჭრეს.
ნარკოტიკების და იარაღის ჩადების უამრავი ფაქტი, სამჯერ ვარ წაყვანილი საკუთარი სადარბაზოდან დისპანსერში, თუმცა მათთვის უშედეგოდ, სიგარეტსაც კი არ ვეწევი.
მარტივად დავამთავრებ-რა ფეხებად ჭირდებოდა შსს-ს სპორტული, ძვირადღირებული მანქანები? რატომ დადიოდა რატი ალექსიძისათვის წართმეული მანქანით უგულავას ცოლი?
კოჰაბიტაციის დედაც, თორემ პარლამენტიდანაცაა უმცირესობის უმრავლესობა გამოსარეკი.
წუხანდელი კადრები მოგეწონებოდათ თქვენ, ბელადი რომ ჩამოვიდა როგორ მიესია სალოშნად ბრბო.
ადამიანთა ჯგუფს რომელსაც მხოლოდ ინსტიქტები და ბრმად მინდობა ახასიათებს ბრბოა.
ან ვის რას აყვედრის ეს შადრევანა, როცა რაც გაკეთებულა საქართველოში ბიძინას ფულით რომ გაკეთებულა.
კალიგულაა ეგ თქვენი ბელადი.
ერთი განსხვავებით, ის ლაჩარი არ იყო.