zugdidi2013გურულები
ხოლო კაცნი და ქალნი მგზავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არმედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკბილმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არმედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი, ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემქყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.
მეგრელები
არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, არამედ იმერთაებრ არა ტანოვანნი, ხორციანი და მწითურნი, გულწყრალნი მყისად და მსწრაფლნი, ბრძოლათა შინა იმერთაებრ ვერ ქებულნი, ბრძოლიდამ გაბრუნებით ქებულნი. სარწმუნოებითა, რჯულითა, და წესითა, და ქცევითა იმერთათა. სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი. ენით არიან – დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქუსთ თვისიცა ენა, გარნა წამხდარი ქართულივე, ვითარცა: ღმერთი – ღორონთი, ჩემი – ჩქიმი. და აქუსთ წიგნი ქართულივე და არა სხუა.
ფოთი-პალიასტომისთვის ომს უეჭველი გურია მოიგებს