ფეისბუკზე შემხვდა და ვავდებ, თემასაც ეხმაურება. თან აინშტაინის ცხოვრებიდან არისო და...
ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ...!!! ************************************
ერთხელ ერთმა სახელოვანმა პროფესორმა უნივერსიტეტში ლექციის დროს კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია? სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი? სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება? სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა? სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება? სტუდენტი: …... პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია? სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი? სტუდენტი: …...
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი? სტუდენტი: არა, სერ. პროფესორი: გაგიგია მისი ხმა? სტუდენტი: არა, სერ. პროფესორი:
შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია? სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი? სტუდენტი: დიახ. პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს? სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: აი - სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: ბატონო პროფესორო,გავბედავ და გკითხავთ. პროფესორი: - მკითხეთ.
სტუდენტი: - მითხარით სერ, სიცივე არსებობს? პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია? (სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე ხმამაღლა გაეცინათ) სტუდენტი: სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს... ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ის, რაც ჩვენ სიცივედ მიგვაჩნია, სინამდვილეში არის სითბოს არარსებობა. ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ იმაზე, აქვს და გადასცემს თუ არა ის ენერგიას. აბსოლუტური ნული (–273°C) არის სითბოს სრული არარსებობა. მთელი მატერია ხდება ინერტული და არ შეუძლია რეაგირება ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმისთვის, რომ აღვწეროთ, რას ვგრძნობთ სითბოს არქონის დროს. (აუდიტორიაში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა).
სტუდენტი: პროფესორო,ახლა ის მითხარით - სიბნელე თუ არსებობს? პროფესორი: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე?!
სტუდენტი: თქვენ ისევ არ ხართ მართალი, სერ. სიბნელეც აგრეთვე არ არსებობს. ის სინამდვილეში მხოლოდ სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელეს ვერასდროს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერებად და შევისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია შეიჭრეს სიბნელის სამყაროში და გაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა დონეზე ბნელია ესა თუ ის სივრცე? ამისთვის თქვენ ზომავთ ამ სივრცეში სინათლის ოდენობას. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ცნება, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება, როცა არ არსებობს სინათლე. (აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმეა).
სტუდენტი: სერ, ახლა მითხარით - ბოროტება არსებობს? პროფესორი: რა თქმა უნდა. ჩვენ მას ყოველ დღე ვხედავთ. ადამიანებს შორის სისასტიკე, უამრავი დანაშაული და ძალადობა მთელს მსოფლიოში, განა ეს მაგალითები ბოროტების გამოვლენა არ არის?
სტუდენტი: არა, სერ, ბოროტება არ არსებობს.. ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი ბატონო პროფესორო...ეს არის ზუსტად ის სიცივე, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სინათლე…
ამ სტუდენტს ერქვა ალბერტ აინშტაინი…
კარგად აზროვნებდა ხომ იცი აი...
This post has been edited by gagnia on 3 Oct 2013, 03:29