
მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ არეშიძე უბრალოდ ჰაერზე ლაპარაკობდეს.
silver_rangerსრული ტექსტი:
ნინო გიორგობიანი - პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...farda.html?ar=A17:23 01-10-2013
ნინო გიორგობიანი - პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ პირს სასამართლოს მიერ პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. "ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე უკვე გახსნილია. დადგენილია ისიც, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს მეშვეობით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საზოგადოება ხუთშაბათს შეიტყობს", - აღნიშნა გიორგობიანმა. მისივე განმარტებით, საქმე დიდი ხანია, გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა.
ამასთან, ამ დრომდე არ კონკრეტდება, აღნიშნულ პირს დაუსწრებლად აქვს თუ არა პატიმრობა შეფარდებული.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, ნინო გიორგობიანის თქმით, განცხადების გაკეთებამდე სჯობდა, ალასანიას ეს ინფორმაცია კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ შესაძლოა ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღემდე ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით არანაირი სიახლე არ არსებობს. ალასანიას განმარტებით, თუ პროგრესი არ იქნება გამოძიებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, თავდაცვის სამინისტრო როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარ რესურსებს გამოიყენებს.
"დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხს ნათელი მოეფინება. ყოველ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს ექნება ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია პროგრესი ამ კუთხით, რადგან ჩვენ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვყავს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ და ამიტომ ალტერნატიულ გზებს მივმართავთ ჭეშმარიტების დადგენაში", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ალასანიას შეფასებით, ამ კლიპებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე პირდაპირი თავდასხმა მოხდა. მისივე თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გამოძიება შეიძლებოდა ვადებში გაწელილიყო. "მე მესმის, რომ გამოძიება რთულია, ამიხსნეს ღარიბაშვილმა და სხვებმა, მაგრამ უნდა გამოვიძიოთ", - განაცხადა მინისტრმა.
6 ივნისს, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით – "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.
This post has been edited by Geronti on 3 Oct 2013, 13:58