ძალიან მოკლედ ჩამოგიყალიბებთ დღეს არსებულ ვითარებას შტატებში,
უნდა დამტკიცდეს ბიუჯეტი,
ობამა ითხოვს კანონპროექტის გატანას რომლის თანახმადაც ბიზნესმენები ვალდებულები არიან დაააზღვიონ თავიანთი თანამშრომლები რომლებიც სრულ სამუშაო დროს მუშაობენ ანუ 8 საათს,
რესპუბლიკელები ამის წინააღმდეგნი არიან, არაა ეს სახუმარო საქმე,
ამ კანონის ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებ,
ხო, ეხლა მთავარზე, ვალზე,
ამერიკა ბიუჯეტის შესავსებად ყოველთვის იღებს ვალს და ბიუჯეტის საკმაოდ სოლიდური ნაწილი ვალით ფინანსდება,
თუმცა ამ ვალის აღების განუსაზღვრელი რესურსი კანონით არის შეზღუდული, როდესაც რესპები არიან ხელისუფლებაში ისინი დემოკრატებს ევაჭრებიან ვალის გაზრდის თაობაზე, როდესაც დემოკრატები ისინი რესპებს ეხვეწებიან და არის მოკლედ დაგნარი და ნერვების წყვეტა,
თუკი ვალი არ აიღო ამერიკმა ვერ დააფინანსებს ბიუჯეტს, გამოცხადდება დეფოლტი და დედის კვლა, იმენნა მთელს მსოფლიოში წავა მძიმე პროცესები,
თუმცა მაშინ როდესაც მთელი იმედი გადაწურულია და მოახლოვებულია განსაცდელის ჟამი
რესპები და დემოკრატები თანხმდებიან რაღაც შუალედურ ვარიანტს, ამერიკისთვის გამოიყოფა დამატებითი ვალი და ყველა კმაყოფილია,
ეს ძალიან მოკლედ, უფრო ვრცლად კი, ის რაც ამერიკელმა და ბრიტანელმა ბანკირებმა მოიფიქრეს არის გენიალური რამ
პრაქტიკულად ახდა ალქიმიკოსების ნატვრა, თუკი ისინი ცდილობდნენ სხვადასხვა მინარევებისგან შეექმნათ კეთილშობილი მეტალი, ბანკირებმა უფრო ჭკვიანური მანიპულაციების შედეგად შეძლეს ის რომ მიიღეს განუსაზღვრელი შესაძლებლობა ბეჭდონ ქაღალდი და აქციონ ის ოქროდ, ნავთად, ავტომობილად, მოკლედ ყველაფრად რასაც მოიწადინებენ
რათქმა უნდა ეს ხდება ვიღაცის ხარჯზე და პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე