#38336409 · 10 Oct 2013, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიაბლო
| QUOTE | | 1. დენი გაიაფდა 20%-ით |
არ შესრულდა, პირობა განახევრება იყო, ამან კი 20%-ით ისიც მარტო 100 კვტ-მდე მოხმარებას რაც მასხარაობაა
| QUOTE | | 2. გაზი გაიაფდა 10%-ით |
არ შესრულდა, პირობა იყო 70%-ით გაიაფება, თან დაიკლო მარტო თბილისელებისთვის
| QUOTE | | 3. დენი და ნაგავი გაიმიჯნა |
კი, ოღონდ ამითი გაჭირვებულებს უფრო მოემატა გადასახადი, ხოლო მდიდრებს შეუმცირდათ
| QUOTE | | 4. სასოფლო -სამეურნეო მიწები დამუშავდ |
უბანძესი უყაირათი ფულის გადაყრა პრ აქციისთვის
| QUOTE | | 5. იაფი კრედიტების გაცემა და საწარმოების მშენებლობა მიმდინარეობს |
ზღაპრები, 8 ძროხის ფულს კრედიტს ეძახიან, 2 კამერიან სახლის მაცივარს კი სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამაცივრე საწყობს ))))))))))
| QUOTE | | 6. რუსეთის ბაზარი გაიხსნა -უკვე შევიდა ბორჯომი და ღვინის 9 კომპანია |
ამის საფასურად მავთულხლართებს გვიშენებენ და მთავრობა მაინც სოჭის ოლიმპიადაზე ეახლება პუტინს
| QUOTE | | 7. საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდა - როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური |
სრული ლეღვობა და შედეგად 700 მილიონი გარღვევა ბიუჯეტში
| QUOTE | | 8. ბაღი გახდა უფასო (სექტემბრიდან) |
ესეც მორიგი სისულელე, გადაიჭედა ბაღები, სწორი იყო როცა მარტო სოცდაუცველებისთვის იყო უფასო
| QUOTE | | 9. 17 ფაკულტეტი გახდა უფასო( ახალი სასწავლო წლიდან) |
იმდენად უინტერესო ფაკულტეტებია რომ შეუვსებელი დარჩა და ის ფული დარჩა დაუხარჯავი, წელს ბევრად ცოტა სტუდენტი დაფინანსდა
| QUOTE | | 10. სკოლის წიგნები გახდა უფასო(ახალი სასწავლო წლიდან) |
ხო ოღონდ ბავშმა პატარა ნაკაცრიც რომ გაუკეთოს წიგნს, ეგრევე მშობელს დააჯარიმებენ, რაც ბევრ პრობლემას გამოიწვევს
| QUOTE | | 11. სოფლის 320 სკოლას დაენიშნა ავტობუსი |
კარგია
| QUOTE | | 12. ბიზნესი გათავისუფლდა |
და გაკოტრდა
| QUOTE | | 13. ახალი შრომის კოდექსი იქნა მიღებული |
ბევრი ხმაური და კოსმეტიკური ცვლილებები (კიდევ კარგი მართლა რომ არ მიიღეს ის რაც უნდოდათ)
| QUOTE | | 14. მედია გახდა თავისუფალი....15 ადგილით დაწინაურდა მსოფლიო რეიტინგში.. |
კარგია
| QUOTE | | 15. პარლამენტი გახდა ბევრად დამოუკიდებელი |
ბევრად ხმამაღლა ნათქვამია, პარლამენტს ჰყავს ძლიერი და კვალიფიციური ოპოზიცია
| QUOTE | | 16. პედაგოგების ხელფასი გაიზარდა 70-80ლარით |
კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა
| QUOTE | | 17. პენსიები და სოცდახმარებები გაიზარდა |
პენსია შეპირებული 220 ლარის მაგივრად გაიზარდა სიმბოლურად და თან დაზუსტებულად გეტყვი, მომავალ წელს 1 თეთრი მატება არ იქნება წარდგენილი ბიუჯეტის მიხედვით
| QUOTE | | 18 . სამხედრო პირების ანაზღაურება გაიზარდა....გარდაცვლილების ოჯახებს ეძლევათ 100 ათასიანი ლარი კომპენსაციის სახით.... |
კარგია
| QUOTE | | 19. მკვეთრად გაიზარდა ზოგადად თავისუფლების ხარისხი |
ასევე კრიმინალიც გაიზარდა და რეიდებიც დაფიქსირდა
| QUOTE | | 21. სალარო არაპარტების ჯარიმა 500-დან 200 ლარამდა შემცირდა... |
ვნახოთ როგორ უზრუნველყოფს სანქციის დაწევა გადასახადების არ დამალვას
| QUOTE | | 22. დაწესდა დაუბეგრავი მინიმუმი |
ამის სანაცვლოდ არ განხორციელდა დაგეგმილი კლება საშემოსავლო გადასახადში
| QUOTE | 23. Pay pal შემოვიდა 24. აიკრძალა სასოფლო-სამეურნეოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა |
| QUOTE | | 25. ადამიანის უფლებების რღვევის ფაქტები მკვეთრად შემცირდა |
არ ვარ ამაში დარწმუნებული
| QUOTE | 26. დაფუძნდა 6 მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი
|
მორიგი ზღაპარი...
პ.ს. ბატონო პრემიერო, ჯერ ეს თქვენი მომხრეების სია ხო ლეღვობაა, ხო და ამის გარდა მთავარი, ეკონომიკის ზრდა შემცირდა 1,6%-მდე, თქვენ ჩაიბარეთ 8%-იანი ზრდა, აგრეთვე ჩაიბარეთ მუდმივად პროფიციტული ბიუჯეტი და ეხლა კი 700 მილიონი გარღვევაა და რაიონებს უკვე დაუწყეთ დამტკიცებული ბიუჯეტის ტექნიკური სეკვესტრი, ხო და თქვენს ადგილზე შემრჩხვებოდა მაინც ასეთი განცხადების გაკეთების
| QUOTE | | ყველა 2-3 წელზე გათვლილი, დაპირება უკვე შევასრულე |
--------------------
სიგნაჩა იცვლება, ოცნება მთავრდება
|