ეს არის უსირცხვილო დეზინფორმაცია. მე მეზობლად ვცხოვრობ, თავად შევესწარი ინციდენტს და მოგიყვებით რაც მოხდა. ერთი სიტყვით კალაშოვს, როგორც ყველა საპოჟნიკს ჯიხურის კედლებზე გაკრული ქონდა 80-90-ანების სექს-სიმბოლოები - ღვაწლმოსილი ემანუელა, იტალიის პარლამენტის საპატიო წევრი ჩიჩოლინა, ძუძუებიანი საბრინა, კალგოტკების რეკლამები + სტალინი, ბუდიონი, ვოროშილოვი, მიქოიანი, ველიკი არმენიას რუკა რაღათქმაუნდა, კილიკიის დროშა, ყარაბაღის გმირი მონტე მელქონიანი, შარშანწინდელი სუჯუხი... ჰოდა კალაშოვი იმ დღეს ყრილობიდან რომ დაბრუნდა სხვადასხვა სააგიტაციო მასალასთან ერთად სააკოვთან გადაღებული დიდი სურათიც მოიტანა და ჯენიფერ ლოპესის მოშიშვლებულ ტრაკზე გააკრა. მეორე დღეს ჩვენი კორპუსის ძველი მამასახლისი ეწვია, წინა დღეს ყრილობაზე დარიგებული ფულით ერთად დაულევიათ და ამასთან ჩადიოდახოლმე ჯიხურში პახმელიაზე გამოსასვლელად. ზემოაღნიშნული მკრეხელობა რომ ნახა ეგრევე ატაკა ყბაში კახა კნიაზოვიჩს, პრეზიდენტი ტრაკზე რატომ მიაკარი შენი სომეხი დედაო. სომეხი არა ვარ, იეზიდი ვარო, აბა სომხეთის რუკა რატომ გაქვს გაკრული შენი იეზიდი კეთილებიცო და საერთოდ წიხლქვეშ გაიფინა - ძლივს გააგდებინეს ხელიდან. რა ღარიბაშვილის ნათესავები, რის თამაზაშვილი რეებს წერთ ხალხო, სულ დაკარგეთ ნამუსი?