და  მეწვია  ხილვა  სახვალიო....
ალეგორიული  გაბაასება  მიშასთან  და  მისი  შემონათვალნი:
ვერ  მოგართვით! ---არსადაც  არ მივდივარ...თუნდაც  იუდას  თოკით  დამაბათ  გლდანის  თავლაში  და  გვერდზე  ის
მშვენიერი  ჩათლახიანი  დამიბათ  მდედრად...
მე  ულაყი  ვარ! ---ოღონდ  მიკერებული  კურდღლის  ყურებით  ნაცემი    და  ამიტომაც  ვარ  ზებრასავით აჭრელებული ---არც  ცხენი  ვარ,  არც  ვირი  და  მითუმეტეს  არც  ჯორ-ჯორცხენა.... ამიტომაც ვსრუტუნებ  და  ვფრუტუნებ აღვირახსნილი!
მაგრამ....  დრონი  მეფობენ  და  არა  მეფენი.  და  მიწევს  აწი  ლაგამის  ამოდება  და  ღრღნა ---რათა  პეგასად  გარდავიქმნა
და  თავლის  აეროდრომი  ვიკმარო  ფენიქსისაებრ  აღსადგომ-ასაფრენად.
მე  ხომ  მეფე  ვარ  ქამელეონთა!
იცით,  პრომეთეს  ძეგლი  რატომ  ავიღე?
სულ  მომდევდა  უკან  და  ცეცხლის  მოპარვას  ჩამჩიჩინებდა  ჩემს  პატიოსნად  დაცქვეტილ  ყურებში.
ეხლა  სულთამხუთავი  ცახესი  თავანს ---19  მილიარდს  მომთხოვს  სასტიკად  და  ულმობლად  ---  მცირე  თავისუფლების  სანაცვლოდ   და  მე  მაინც  გავფრინდები  ჩემო  მარგალიტებო  და  დროულად  იქონიეთ  კიბეები ---არ  დაგავიწყდეთ,  რომ  ფილმი  ,,შერეკილები''  მხოლოდ  ჩემთვის  გადაიღეს  ნათელმხილველებმა  და  დანარჩენთათთვის  კი  ---  ,,მონანიება''  და  ,,ნატვრის  ხე''  გაიმეტეს  მხოლოდ.
უეკლო  ვარდები  ვერ  შეიფერეთ  და  აწი  რჩეულებს   ეკლიანს  გპირდებით  დაბოლილი  ბულბულის  საამო  არიების  ფონზე.
მოგენატრებათ  ჩემი   მხურვალება  და  გახელებული   ცეცხლოვანი  როკვანი  საეშმაკონი --- როდესაც  მიყინული  კვერცხებით   გაიფიჩხებით  ჩრდილოვანი  პინგვინის  საყინულეში.
იგიც  ხომ  ყოფილი  ჩიტია  და  ულმობელმა  ყინვამ  დააყრევინა    მოყინული   ფრთები,  რათა შეწირვოდა  ჩრდილოელ  დათუჩას  დესერტად  ნაბახუსევზე  ისევე,  როგორც  ამომავალი  მზის  სხივებზე   მოელვარე   ხოხობი  ეწირება  მასზედ  მონადირეს  ზვარაკად.
მოვა  დრო  და  დაგვიდგავთ  სერვანტესის  სტილის  ძეგლს  მაოხარ  გზირებსა:
თუ  როგორ  ,,ლოცავს''  შავი  არქიელი  გზაზე  დამდგარ    დონ  კიხოტს  და  სანჩო  პანსას  სამშობლოს  ასაოხრებლად!
,,ევედრეთ  უფალსა! ---რამეთუ  აქაური  სასჯელნი  გაკმარონ  და  იქაურს  გადარჩეთ  მდუღარეში  გაყინულები!''
თქვენი    ყვერდადებულ-შეწირული  ცრუ  მიშა პუტინოვიჩი:  ,,ედიკა  ისევ  მოგატყუებთ  ჰარიფნო!''
ისმინეთ  ცოდვილნო  ოპერეტები    ,,წითელი  ელიტარული  ეშმაკუნებიდან!''
ხვალიდან  გამარგლავს  თოხიანი  მმარგვლელი  ბუტაფორებს.... 
