მიშისტია ვინმე თუ არ არის მიშისტი, რა მნიშვნელობა აქვს, ასეთ ამბავზე ვინმეს უნდა დაეკითხონ აღშფოთების ნებართვას?
აქ საერთოდ არ არის ნახსენები მთავრობა, უბრალოდ, ფოტო დადო ადამიანმა და გულისტკივილი გამოხატა. მეც მივამატე ფოტო, რომელიც ოთარ ჭილაძის

აკაუნტზე იდო.
შენ კი უცებ მოგელანდა (სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია), რომ თურმე "ახალ მთავრობას საყვედურობენ" და რისხვა დაგეუფლა. წესით, ჩემს თავზეც უნდა მივიღო ეს შენი შხამიანი სისულელე.
ეგრე შენც შეიძლება გკითხონ - თუ ახალ მთავრობას არაფერს დააბრალებენ (და მიმაჩნია, რომ ეს ამბები მისთვის არც არის დასაბრალებელი), მაშინ არა უშავს? მთავარი ეგ არის და ის მავთულხლართები გკიდია?
ხომაა უსამართლო და ცუდი კითხვა. იგივეს აკეთებ შენ.
მე მიშისტების ხვედრი კი არ მადარდებს, ის მკლავს, რომ ყველა ქართველისთვის სამწუხარო სანახაობასაც კი, რაზეც ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, ამ წვრილმანზე ახურდავებ - მიშისტების გაპრავების თავზეც გავიარე და არამიშისტებისაც.
რას დავემსგავსეთ ამ გულისამრევი კინკლაობის გულისთვის, რომ ფოტო ვეღარ დაგვიდევს ერთმანეთისთვის.
მაგრად ტეხავს ეგეთი რამეები.
თანაც მე პირადად სრულიად გარიდებული ვარ მაგ კინკლაობას, სწორედაც რომ მაგრად მკიდია და ფოტოს დადების გულისთვის არ გადამცეს უეცრად ანათემას?
ბატონო, ვინმეს თუ არ ასვენებს მაგ კინკლაობის ამბავი, მე რა შუაში ვარ.
* * *
ან ეს რუსეთუმეებზე ვითომ გადავლა რა დროსი იყო. რუსეთუმე ზოგი კრემლის შპიონია და ზოგიც საქართველოს გადარჩენას ხედავს მაგ გზაზე. ასე ყველასთვის ერთად ხელის მოხვევა არ შეიძლება.
This post has been edited by Geronti on 8 Oct 2013, 22:12