leopardiნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქართველების ღირსება შეილახება ოლიმპიადაზე მონაწილეობით და არ წასვლა იქნება არაფრის მომტანი არა პრაგმატული ნაბიჯი. არავინ მაგაზე არ იდარდებს, არც რუსი და არც ამერიკელი, და ვერანაირად ვერ აღვიდგენთ მაგ ნაბიჯით ღირსებას...
ფაქტია, რომ რუსებმა ჩვენ არა მარტო ტერიტორიები წაგვართვეს, არამედ დაგვამცირეს (თუკი საერთოდ ასეთი რამის თქმა შეიძლება წაგებული ომის შემდეგ) ბევრი თავისი მოქმედებით, ნუ სია დიდია და არ ღირს ეხლა ჩამოთვლა (მეჩირაღდნის ამბავი საერთოდ სათვალავში არც არის მისაღები, იმდენი მაიმუნობა გაგვიკეთეს და ნუ დავხატავთ საქმეს ისე, რომ ვიღაცას უყვარს სამშობლო თუ ოლიმპიადის ბოიკოტს უჭერს მხარს და ვინც არ უჭერს მხარს ის მოღალატეა, ან მონა), მაგრამ ღირსების აღდგენა თუ გვინდა, სახელმწიფო უნდა მოემზადოს ბევრი კუთხით და საჭირო მომენტში იყოს მზად, ისეთი საჭირო ნაბიჯი გადადგას, რაც შედეგს მოიტანს, ჰარეში ფუჭი ვაზნების სროლა არაფერს მოგვცემს და საქმეს კი გავაფუჭებთ

ჩვენი ბოიკოტით შეიძლება უფრო დაგვამცირონ, რადგან აღმოვჩნდებით უსუსური, გარიყული და გაბუტული პატარა ბავშვის პოზაში

და რატომ? ქართული დროშით, რომ ჩაატარებ შენს დელგაციას მაგაზე მეტი რა გინდა ამ სიტუაციაში???? ამით ხომ ხაზს უსმევ, რომ მე მაქვს ჩემი სახელმწიფო, ჩემი დროშა და აი, ფეხებიც ვერ მომჭამე...
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....