აჰა, ესეც წაიკითხონ ზოგიერთებმა
http://www.kvirispalitra.ge/politic/19019-...akargvinos.html”ხუდონჰესის აშენებით საქართველო კიდევ ერთ ტერიტორიას დაკარგავს”
აკაკი ზუმაძე, ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსი:
”საკმარისია, სულ მცირე ინციდენტი ჩრდილოელ მეზობელთან, რომ ხუდონჰესს თათს დაადებს და ისე დავკარგავთ სვანეთის უზარმაზარ ტერიტორიას, როგორც ”ნაციონალების” მიერ ”ზემო აფხაზეთად” მონათლული დალის ხეობა დავკარგეთ.
ხაიში მიმდებარე ტერიტორიებით ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში იქცევდა ბიზანტიისა და სპარსეთის ყურადღებას. იმარჯვებდა ის, ვინც სვანეთში თავის გარნიზონს განათავსებდა, რათა კავკასიონის უღელტეხილები, განსაკუთრებით მდინარეების - ნენსკრისა და ნაკრის სათავეებთან, მოხერხებულად გამოეყენებინა მოწინააღმდეგეთა დასამარცხებლად.
სავარაუდოდ, გარნიზონები სოფელ ჭუბერში იდგა, რომელიც კავკასიონის ერთ-ერთ მთავარ უღელტეხილს ზურგით ებჯინება და სვანეთის სხვა სოფლებთან შედარებით ახლოს არის ზღვასთან. ჭუბერამდე უხსოვარი დროიდან სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილი, სოფელი ტობარია. გადმოცემების თანახმად, ამ ადგილზე რელიეფის გამო 100 კაცს 1000-ის წინააღმდეგ შეეძლო ბრძოლა. 554 წელსაც, როდესაც ბიზანტიელებმა ხობისწყლის სანაპიროზე ეგრისის მეფე გუბაზი მოკლეს, აღშფოთებულმა სვანებმა ბიზანტიელთა გარნიზონი სწორედ ტობარში გაანადგურეს.
1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს გასაბჭოების გამო აჯანყებულმა სვანებმა რუსული გარნიზონის ერთი მებრძოლიც არ გაუშვეს ცოცხალი.
2008 წელს ”ზემო აფხაზეთად” მონათლული დალის ხეობა რომ დავკარგეთ, იქ განლაგებულმა ქართულმა საჯარისო ნაწილებმა უკან დახევის ბრძანების მიღების შემდეგ ტობარის გავლით ერთ ღამეში გაასწრეს ზუგდიდიდან ტანკებით წამოსულ რუსებს და 9 აგვისტოს სოფელი ტობარი, როგორც უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტი, რუსულმა საჯარისო ნაწილებმა დაიკავეს.
დალის ხეობასთან ხაიშის დამაკავშირებელ, ”ნაცმოძრაობის” გაყვანილ გზას მცირე შეკეთება სჭირდება და აფხაზებმა და მათ ზურგს ამოფარებულმა რუსმა ოკუპანტებმა რომ მოინდომონ, ხაიშის შემოგარენს უმოკლეს დროში ჩაგვიკეტავენ ენგურზე მდებარე ერთადერთი, სტრატეგიული მნიშვნელობის საგერგილის ხიდიდან, თან თვალის დახამხამებაში გამოგვირთავენ ხუდონისა და ენგურის ჰესებს.
აფხაზეთის გასწვრივ მდებარე ასეთი სტრატეგიული ტერიტორიიდან თუ მოსახლეობა აიყრება, მეორე დღესვე მას უცხო ძალა დაეპატრონება. აფხაზები ისედაც იბრალებენ მწვერვალ უშბის პატრონობას, ჩვენებური სახელი ჰქვიაო და იმოწმებენ აფხაზურ გვარებს: ეშბა, ავიძბა, არძინბა და სხვა. ამასთან, პრეტენზიას აცხადებენ ენგურის მარჯვენა სანაპიროზეც. თუ მათ თავიანთი ინტერესების დასაცავად გაიწიეს, ვითომ გაუჭირდებათ ჰესის აშენების შემთხვევაში დაცლილი ტერიტორიების დაკავება?
დიცსა და დვანში მავთულხლართს დილა-საღამოს უცვლის ადგილმდებარეობას რუსი და ის ვერ გაუკონტროლებია ხელისუფლებას. დავიჯეროთ, სვანეთის დაკარგვის საფრთხე აქვს გააზრებული?