ხო უნდა ველაპარაკოთ აბა რა უნდა ვქნათ?
მერე რა რომ აფხაზეთის ომის დროს რამდენჯერმე გადაგვაგდეს, სამშვიდობო შეთანხმებით სოხუმი დაუცველი დატოვეს და საბოლოოდ აფხაზეთი დავკარგეთ. მერე რა რომ ედიკა ძია უკანატანს ულოკავდა და დსთ-შიც შებრძანდა, ბოლომდე გაუწვა რუსს და რა მივიღეთ? არაფერი!
ეხლაც მართლები ბრძანდებით, უნდა ვთქვათ უარი ნატოზე, იმ დონეზე უნდა ვთქვათ უარი რომ დიპლომატიურ დონეზეც დავავიწყდეთ. მერე უფრო ადვილად აისრულებს მოძმე რუსეთი წმინდა სურვილს, ჯერ წამოვა ჯავახეთი, მერე შეიძლება წყალი კახეთში ქისტებთან აურიოს, სვანეთი, სამეგრელო, საბოლოოდ ასე დაშლილები რუსეთის ფედერაციის ნაწილი გავხდებით და აღარ გვექნება სანერვიულო აღარც ტერიტორიებზე, აღარც სპორტულ მიღწევებზე და არც გეოპოლიტიკაზე. გვეყოლება ვინმე კადიროვისნაირი პრეზიდენტად, ჩვენი ქართველი ბიჭები რუსეთის დროშით მოიგებენ ოქროს ოლიმპიადაზე, ზოგადად საქართველოს კი სალაფავი არ მოაკლდება, მთავარიც ხომ ესაა, თორე კანონს და თავისუფლებას ვინ დაგიდევთ?
ვიყოთ მერე ასე ნახირივით, საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი.