Judas Iscariot[quote]
QUOTE
უკეთესობისკენ ცვლილებების გარეშე", სტატია ეკონომისტში "საქართველოზე"
ნება მომეცით შემოგთავაზოთ ლექსი.
რახან სიტყვა ჩამოვარდა აგრივტოს ომზე.
თან უს. დილანს ლექსები უყვარს
ნუ მამენტ მკრეხელურია მაგრამ მაგარი სასაცილო.
დეგასაც გაუსწორდება
როცა 11 აგვისტოს
რუსეთის არმიიის შეშინებული
22 – ე ბატალიონის ჯარისკაცები
სამხრეთ ოსეთიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ,
ამერიკის მთავრობისგან საქართველოსთვის ნაჩუქარი
ვიეტნამის ომის დროინდელი დოჯით,
რომელზეც წყლის ავზი იდგა,
კაპრალი, თუნდაც ამ ლექსში მანუჩარი ერქვას,
ზემო ხვითიდან მოჯაყჯაყებდა.
მოწინააღმდეგე რომ გიტევს,
წესით, ამხელა სამიზნედან უნდა გადმოხვიდე და დაიმალო,
ამის გააზრების თავი ჰქონდა კაპრალ მანუჩარს?
საჭეს რა მოტივით ებღაუჭებოდა?
- არ ვიცი.
სოფლის ვიწრო გზაზე ტანკების კოლონას შეეჩეხა,
მერე იხსენებდა – ტანკები
განმასხვავებელი ნიშნების გარეშე იყო,
ამიტომ ჩვენების მეგონაო... და
მიუსიგნალა ერთხელ, ორჯერ,
გზა დამითმეთო.
ერთი ტანკის კოშკის ლუქი აიხადა,
იქიდან ქერა რუსმა ამოყო თავი
და შემოაგინა: Иди на хуй...
შეშინდა მანუჩარი, ოჰ, როგორ შეშინდა
ჩაიფსა ან კინაღამ ჩაიფსა,
თვალთ დაუბნელდა ტყვიის დახლის მოლოდინში,
მაგრამ არ მოკლეს, არ დაატყვევეს,
მხოლოდ გინებას დაჯერდნენ –
Гони отсюда блядь...
და მოეჩვენა, რომ იმაზე სასიამოვნო
არასოდეს არაფერი გაუგონია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, დედის ლოცვა უფრო ტკბილია,
თუ
პატრირქის ლოცვა უფრო მადლიანია,
თუ
ავდ მომზირალ ტანკის ლულაზე შემომჯდარი
რუსი ჯარისკაცის გინება?
იმ წუთს იგი ხელმეორედ დაიბადა,
იმ წუთს სამყაროც ხელმეორედ დაიბადა,
თითქოს ღმერთმა თქვა
იყავნ ნათელი და
იდი ნა ხუი მანუჩარ,
იდი ნა ხუი მანუჩარ,
იდი ნა ხუი მანუჩარ.
This post has been edited by dylan on 12 Oct 2013, 12:32
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.