სურათებს აქ არ დავდებ, იმიტომ რომ ზოგიერთმა ფორუმელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამიტომ სად ვარჩიო ახლა მე დედალ-მამალი?

ფოტოები ატვირთულია აქ
https://www.facebook.com/groups/354655881274965/ .
ჯგუფი დახურულია, მასში გაწევრიანება ვისაც უნდა გააგზავნეთ რექუესთი და საიტის ადმინისტრატორი როცა გაიღვიძებს მცირე ფეისკონტროლის გავლის შემდეგ მიგამატებთ.

ორიოდე სიტყვით გუშინდელი დღის შესახებ.
ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
თანამეინახეთა უდიდეს უმრავლესობას პირადად ვიცნობდი, მაგრამ გუშინ 4 ახალი ფორუმელი მაინც გავიცანი.
აქედან ერთი მიშისტი, რომელიც რეალში რატომღაც სულ არ აღმოჩნდა ისეთი ცეცხლისმფრქვეველი და ლაზერის მახვილის მქნეველი, როგორც ვირტუალურ სამყაროში.
სამწუხაროა, რომ 27 ოქტომბერი ძალიან ახლოსაა, თორემ 2-3 გუშინდელი შეხვედრის მსგავსი და მისი სახით ოცნებას კიდევ ერთ ერთგულ მხარდამჭერს შევმატებდით.

თუმცა
მისი მსოფლმხედველობის მსხვრევის მადლიან საქმეში გუშინ ჩვენი მხრიდან ერთი ღონიერი აგური დაიდო.
ახლა რა არ მომეწონა.
ადრე ფორუმელები სიაში ვეწერებოდით და რესტორანში არ ვცხადდებოდით.
ეს გარემოება ქეიფის ორგანიზატორისთვის არც თუ ისე მცირე ფინანსური შოკი იყო.
ამიტომ აღარ მიკვირს ომერტას გახშირებული სტენოკარდიული შეტევები.

გუშინ მოხდა საპირისპირო, ტიპები სიაში არ ეწერნენ (ჩემი ჩათვლით) და ისე გაიჩითნენ.
ფინანსურ ამბავში ამას რა სჯობს, მაგრამ ორჯერ მოგვიხვდა კუპის გამოცვლა (სუფრის განახლებითურთ) რამაც მცირედი დისომფორტი მაინც გამოიწვია.
აღარაფერს ვამბობ ქართულ 5-ზე დაპატიჟებულების 7-ზე მოსვლის ჩვევაზე.
თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა იმ დიდ სიამოვნებასთან, რაც ერთად ყოფნის სიხარულმა მოგვანიჭა.
ამიტომ
პერსონალური მადლობა ომერტას, რომელმაც პენსიაში გასული შევარდენის შემდეგ წარმატებით გააგრძელა თავზეხელაღებულ და უდისციპლინო ფორუმელების ერთ სუფრაზე თავმოყრის ტრადიცია..
კაი კაცი ხარ, ომარ და თავს გაუფრთხილდი..
მხოლოდ შენთვის ვუშვებ გამონაკლისს და ვაქვეყნებ ფოტოს ალბომიდან "ფანჯარაში მტრედია"..

მომავალ ფორუმულ შეხვედრამდე ძმატცი და დატცი...
This post has been edited by VoK on 15 Oct 2013, 09:15
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...