რეალური "მკვლელის" (დეტალების გარკვევამდე მე ბრჭყალებით ვარჩევდი, თუმცა ზოგი ვარაუდით ის აძლევდა თავს ანგარიშს, სად სვამდა თუ სტოვებდა ბავშვს - არაცარიელ ქვევრში) და თანამზრახველების ვინაობის დადგენა იოლია. შემკვეთის და / ან იდეის ავტორისა - უფრო ძნელი, და სასამართლოსთვის მისი (მათი) ვინაობა - შემსრულებელთა ჩვენებაზეა დამოკიდებული.
(ადრე ამბობდნენ აქ, მეც მათ შორის, რომ დაუსჯელობას მიჩვეულ ჯგუფს თავში მორიგი ანცობის იდეა მოუვიდა. მაგრამ არაა ფაქტი, რომ იდეა მათი იყო,)
ასეა თუ ისე, მათ, ყველას, აქვთ საშუალება, აირჩიონ, რას დაექვემდებარონ - ადამიანების სამართალს, თუ სხვა "ინსტანციის" სამართალს.
სჯობია პირველი, რადგან თუ სამართალი "ღვთის ანაბარა" აღმოჩნდა, შეიძლება სხვა საზომით იყოს.
რატომ შეიძლება იქ აღმოჩნდეს - შემთხვევა გამორჩეულია და ალბათ ვერ გახდება დანაშაულის ჩაფარცხვის ჩვეულებრივი მაგალითი, როცა ის შეიძლება "შერჩეს" ჩამდენს, - იმიტომ რომ საქმე ბავშვს ეხება, და შემთხვევა უზარმაზარი რეზონანსით იყო გაძლიერებული. ასეთი რამ, როგორც წესი, უკვალოდ არ ქრება.
სამწუხაროდ, ადამიანები უმეტესად "დღევანდელ კვერცხს" არჩევენ ხოლმე...
_________________
მე ვერ ვხედავ ამ თემაში კიდევ რაიმე სასარგებლოს და ახლის თქმის შესაძლებლობას.
დაინტერესებული მხარეები ალბათ თვალს ადევნებდნენ თემას.
რაც შესაძლებელი იყო, ლოგიკურიც და ირაციონალურიც, უკვე ყველაფერი ითქვა.
გამგებს შეეძლო გაეგო პირველი, - და ამას სამსახურებრივი მოვალეობაც ავალებდა,

და შეუძლია გაიგოს მეორე, - ამისკენ საღი აზრი მაინც უნდა მოუწოდებდეს (ქიმერაზე აღარ ვლაპარაკობთ, ამისთვის საკმარისზე მეტი დრო გავიდა).
This post has been edited by ErK on 21 Dec 2013, 03:07