+1
ბიბლიოთეკის მშენებლობა სავარაუდოდ გაგრძელდება კიდეც და გაიხსნება შესაბამისად. გარკვეული სახის მანევრი მგონია მეც.
სავარაუდოდ ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხების მოძიებისთვის "გამოყოფილი დრო" მიახლოებით თანხვედრაში იქნება იმ დროსთან, რა დროც დასჭირდება ბოკერიას გარკვეული სახის პროცედურული მანევრები განახორციელოს ოცნების მაღალ ეშელონებში (ბიძინას გამოკლებით).
კოჰაბიტაცია პირველი პერიოდი იყო და არის, რაც აუცილებლად გადაიზრდება ასიმილაციაში და შემდგომ სრულ მეტამორფოზაში.
ეს გარკვეული სახით ჰგავს გოლგოთას მისტერიის ერთ-ერთ ასპექტს (რომელსაც აქ ნამდვილად არ გავშლი), რის შედეგადაც ადამიანში დაბადებული თავისუფლების პრინციპების და შემდგომ თვით ადამიანის მიერ ამ პრინციპების მატერიალიზაციისას გამოვლენილი შესაძლებლობები ასევე ხელსაყრელი და საკუთარი განვითარებისთვის საჭირო გახდა იმისთვის, ვინც "იდგა" იმის უკან, რომელიც გააკრეს მარჯვენა ჯვარზე.
მარტივად:
სისტემაში არსებული "bug"-ების ნეიტრალიზაცია სხვა სისტემაში არსებული ელემენტების საშუალებით.
განახლებისთვის საჭიროა "რესტარტი".
"რესტარტისთვის" - დრო, ხოლო ამ დროის შენარჩუნებისთვის კი - რაიმე პერიფერიული მანევრები.