#38464316 · 22 Oct 2013, 15:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორი პირადი მიზეზიც არ უნდა გქონდეს და რაც არ უნდა ნაძირალა იყოს შურისძიების ობიექტი, კანონი უნდა იყოს უზენაესი და ყველაზე თანაბრად მოქმედებდეს. ძალიან კარგად მესმის, რომ მისი (ბრეგვაძის) დაუსჯელობა შეიძლება ზუსტადაც ზემოთ გამოთქმული მოსაზრების საპირისპირო განცდას შეიძლება უჩენდეს ზოგიერთებს, მეც ვიყავი თავის დროზე პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული, მაგრამ ამ განცდამაც კი არ შეიძლება გადასწონოს ის, რომ კანონის ფარგლებიდან გასვლა მოინდომო კაცმა...და თუ მაინც მოინდომებ, მაშინ სრულიად შეგნებულად მზად უნდა იყო, რომ ამისთვის პასუხიც აგო სამართლებრივად ანუ გიღირს ეს შურისძიება, ოღონდ შური იძიო და მზად ხარ თუნდაც ციხეში ჩაჯდე ამის გამო. სხვანაირად იქნება ჯუნგლები და დინოზავრები და შევბრუნდეთ უკან – გამოქვაბულებში. მაშინ გავაუქმოთ სახელმწიფო თუკი ლინჩის წესით გასამართლება უფრო სწორად მიგვაჩნია.
მართლა ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი და მორალურად 100%-ით მესმის, ვეთანხმები და თანავუგრძნობ დაკავებულებს, მაგრამ მხოლოდ მორალურად და ადამიანურად.
--------------------
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey
|