ჩემი ფბ პოსტი
რაც პოლიტიკით დავინტერესდი ( პოლიტიკოსობას არ ვაპირებ, არ შეგეშინდეთ ჩემო მეგობრებო და ოჯახის წევრებო

)), დავიწყე იმით, რომ კონსტიტუცია დავიზეპირე და მერე საარჩევნო კოდექსს მივადექი..
რას წარმოვიდგენდი, რომ იგივეს არ გააკეთებდა ახლანდელი პრემიერ მინისტრი რაც გადაწყვიტა პოლიტიაში მოსვლა, და მეტიც ქვეყნის მეთაურობა.
პირველი შოკი იყო ერთ ერთ პრესკონფერენციაზე რეპლიკა, გახსოვთ ალბათ,პრეზიდენტის და პრემიერის უფლებამოსილებას ეხებოდა.
მას შემდეგ მსგავსი ბევრჯერ მოგვისმენია და მე პირადად უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას,
მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გავოცდი.
პრემიერმა და შემდეგ უკვე მისმა საპრეზიდენტო კანდიდატმაც ფაქტიურად ფიცი დადეს, რომ თუ "საოცრება მოხდა" და მეორე ტური დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების, მარგველაშვილი მოხსნის კანდიდატურას.
ჯერ ვიფიქრე, შანტაჟია თქო ელემენტარული, ამომრჩევლის მობილიზების მიზნით, რა ვუყოთ -ვერ გავკიცხავ..

))
მაგრამ მერე პრემიერმა ასეთი რამ თქვა: თუ ასე უნდათ ჰყავდეთ ბურჯანაძე და ბაქრაძე მეორე ტურშიო,,
ჰოოდა აქ დავფიქრდიიი ღრმაად

))
ანუ პრემიერს ჰგონია, რომ თუ პირველ ტურში პირველ ადგილზე გასულმა მარგველაშვილმა მოხსნა კანდიდატურა, ავტომატურად ჩანაცვლდება და მეორე ტურში მეორე -მესამე ადგილებზე გასული ორი კანდიდატი გავა?????
სასწრაფოდ მოვძებნე კოდექსი, არა არ ვცდებოდი,
საარჩევნო კოდექსის 105 მუხლის მიხედვით, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების ნახევარზე მეტს, ინიშნება მეორე ტური სადაც გადადის საუკეთესო შედეგებით ორი კანდიდატი (ჩვენებურად პირველ -მეორე)
თუ პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული კანდიდატი მოხსნის კანდიდატურას, მეორე ტურში გადადის მარტო (!) მისი ოპონენტი, ანუ პირველ ტურში ხმების რაოდენობით მისი მომდევნო კანდიდატი.
ვერანაირად, მარგველაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში ბაქრაძე-ბურჯანაძე ვერ აღმოჩნდებიან ერთამენთის პირისპირ მეორე ტურში.. (ნუ თუ მარგველაშვილი მესამე არ იქნა

))
დავიჯერო, ეს არავინ აუხსნა ან ერთს-პრემიერს, ან მეორეს-ფილოსოფოსს ყოფილ განათლების მინისიტრს და მომავალ პრეზიდენტს?
თუ იმაზეა გათვლა რომ "საზოგადოება უმწიფარია", უწიგნურია, პოლიტიკურად გაუნათლებელია და ვერ მიხვდება ამ ბლეფს?
არ ვიცი
ორი ვარიანტია
ან თავად უჭირთ
ან ჰგონიათ რომ ჩვენ გვიჭირს
(გონებრივად რასაკვირველია)/
მოკლედ
ეს თუ შანტაჟი იყო ამომრჩევლის- საარჩევნო კოდექსია ამის წამალი..
თუ შეცდომა- მაშინ ამ სახალხო ფიცს რა უშვებიან? ვაიდა მართლა დაგვჭირდეს მეორე ტური?
მუხლი 105. არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება
არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების
პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2
კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი
რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.
მახსოვს ყოველ საღამოს ვინმეს ფანჯრიდან გიტარა, პიანინო და ჩქარი ტაში ისმოდა....
არ გაძინებდნენ ხოლმე, მარა ხალხი მართლა უფრო ბედნიერი იყო.....
ნუ ბრეჟნევის დროს ვგულისხმობ რა თქმა უნდა და არას სტალინისას.....kvarkvare