მოკლედ, გავეცანი ამ თემას და ბევრი ტყუილ-მართალი წერია (როგორც ყველა თემაში აქ, აზელილია).
რაც შეეხება დაგროვებითი პენსიის (პილარებზე დაფუძნებული სისტემის) შემოღებას და მის მიერ იმ სისტემის (pay as you go pension) ჩანაცვლებას რაც გვაქვს, მხოლოდ ძირითად მომენტებზე ვიტყვი და ვისაც მართლა გაინტერესებთ სხვაგან როგორ არის და და ვისი სჯობს და როგორ უნდა იყოს წყაროს მიგითითებთ, გაეცანით და მერე ნაკლები უსაგნო და გაუთვითცნობიერებული საუბარი იქნება.
1. საკითხი დაისვა აქ რა დროს ეს არისო და წინაპირობად იყო, რომ ბავშვებს (მრავალშვილიან ოჯახებს...) არ ექცევა არანაირი ყურადღება და შიმშილით იხოცება 300 ბავშვი. აქ 2 ამბავია,
ერთი რომ ძალიან ცუდია ბავშვებთან მიმართებაში რაც ხდება და ამას რომ სახლემწიფო უყრუებს და არ ხედავს დანაშაულია. აქ საუბარი იყო იმაზეც რომ აი ძალიან მარცხნივ არ უნდა წავიდეს პოლიტიკა და ჩემი ფული სხვის ბავშვებს რატომ ხმარდება ჩემ დაუკითხავადო და ასეთები. ასეთ მსჯელობასაც აქვს საფუძველი რათქმაუნდა, და ვერ გავამტყუნებთ, მაგრამ ეს უნდა გაიმიჯნოს იმისაგან რომ ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ შიმშილისგან ქვეყანაში თუ მას სახელმწიფო ქვია. სხვა საკითხია რა პოლიტიკა შეიძლება გვქონდეს რომ ხალხის რაოდენობა გაიზარდოს და არა შემცირდეს (რომ არ გადავშენდეთ) და ამას რა გადასახადიდან ვუზრუნველვყოფთ და რა დოზით, ანუ რამდენად მივცემთ სტიმულს ოჯახებს ყავდეთ ბევრი შვილი, ამაზე დავა შეიძლება. მაგრამ ის რომ ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ შიმშილით, ეს აქსიომაა, მინიმუმია და თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს ამაზე დავა არ შეიძლება იყოს.
მეორე კი ის არის, რომ ბავშვებთან არსებული პრობლემა (დანაშაული, თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით) არ არის აუცილებელი იყოს დამოკიდებული საპენსიო თემასთან. ანუ ბავშვებსაც უნდა მოუაროს სახელმწიფომ და საპენსიო თემაზეც უნდა იზრუნოს. მე არ გამოვდგები სერგეენკოს ადვოკატად, პირიქით, მისი ნაბიჯები არასწორად მიმაჩნია, მაგრამ საპენსიო თემატიკაზე რატომ საუბრობსო ამის თქმა არასწორად მიმაჩნია.
2. ცალსახად უნდა ითქვას რომ სწორი საპენსიო სქემის შემუშავება და დანერგვა რომ საჭიროა ეს ნათელია. მაგრამ საქართველოში ამას აქვს ცუდი სასტარტო მდგომარეობა. რატომ? რატომ და იმიტომ რომ ისტორიაა ძალიან ცუდი (ფონდები რომლებიც იყო, იყო უაზრო + მენეჯმენტი (თუ ამას მენეჯმენტი შეიძლება ეწოდოს) იყო მახინჯი, თან ამასთან ისინი (ფონდები, ხალხის დანაგროვი ფული) მოიპარეს და ლოგიკურად დაინგრა. შედეგად ნდობა მოსახლეობის არის 0-თან ახლოს. ასეთ პირობებში დანიის ან ჰოლანდიის (ქვეყნები სადაც ყველაზე შემოსავლიანი და მდგრადი სქემები მუშაობს) საპენსიო სქემების დამფუძნებელსაც კი რომ მივანდოთ იგივეს აქ გაკეთება, მასაც კი გაუჭირდება ნდობის მოპოვება და შედეგის დადება. თუმცა, მიუხედავად იმისა რაც ახლა ვთქვი და ამ ობიექტური ჭეშმარიტებისა, ეს მაინც გასაკეთებელია, ამაზეც დავა ალბათ არ ღირს. ნუ შეიძლება ვიდავოთ, აი მე თვითონ შევინახავ უკეთესად და არ მჭირდება სახელმწიფო, ან ბანკში დავდებ ბანკი უფრო არ შემინახავს, და ამგვარები, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით, რომ მაშინ სახელმწიფო (ნუ აქ იგულისხმება ნორმალური სახელმწიფო და არა ჩვენი მახინჯი ვითომ სახელმწიფო და სინამდვილეში ქურდების სბროდი) საერთოდ არ არის საჭირო და ანარქიას უნდა მივაწვეთ...
მოკლედ გასაგებია რომ საჭიროა კარგის გაკეთება და უნდა დავიწყოთ ადრე თუ გვიან (სჯობს ადრე ვიდრე გვიან), ისიც გასაგებია რომ წინაპირობები არის ცუდი (რბილად რომ ვთქვათ). ახლა ვნახოთ რა კეთდება. კეთდება ის, რომ ეს სქემა რომელიც შემოდის იქნება ნებაყოფლობითი (ეშინიათ სავალდებულოს შემოღების, ცუდი ისტორიიდან გამომდინარე ხალხის რეაქციის გამო. ნუ შეეძლოთ 3 პილარიანი ტრადიციული გაეკეთებინათ - სახელმწიფო სავალდებულო ნაწილი - 1 პილარი + კერძო სავალდებულო ნაწილი - 2 პილარი და კერძო ნებაყოფლობითი ნაწილი - 3 პილარი, მაგრამ რა სქემაც შეიმუშავეს ის სხვაგვარი ვარიანტია და ამ პილარებს არ ემთხვევა სამწუხაროდ.

). შესაბამისად, ვინაიდან ნებაყოფლობითი იქნება, ის ვერ/არ გავრცელდება და შესაბამისად ვერ/არ მოიტანს საგრძნობ შედეგს. არ ვიცი, შიძლება თავიდან ფიქრობენ ნებაყოფლობითის გაკეთებას და მერე შემაყოფინეს პრინციპით უნდათ უფრო უმტკივნეულოდ შეჩვეულზე სავალდებულოდ გამოცხადებას, მაგრამ ეგ მაინც დროის დაკარგვა იქნება.
3. რაც შეეხება ლარში დაზოგვას და ინფლაციას და ა.ა.შ., უნდა იცოდეთ რომ ნორმალურ სქემებში ეს კომპონენტი გათვლილია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნორმალური სქემები ისეთ ქვეყნებში რომლებსაც სტაბილური ეკონომიკური გარემო აქვთ და მერყეობები უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენთან. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ამ სტაბილური ეკონომიკური განვითარების დონისათვის რომ მიეღწიათ მათაც ის გზა გამოიარეს რომ შექმნეს ფულის ინვესტირების ალტერნატიული (არა მხოლოდ ბანკზე დაფუძნებული ) წყაროები, ანუ კაპიტალის ბაზრები განავითარეს, რაშიც საპენსიო დაგროვებებს ლომის წილი მიუძღვით (უმაგისოდ საკმარისი ლიკვიდობა ვერ შეიქმნებოდა მაგ ბაზრებზე და ვერ განვითარდებოდა). მოკლეთ, ჩაკეტილი წრესავით არის ერთი შეხედვით და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.

თუმცა უფრო ღრმად რომ შეხედო, აქაც 1 პასუხია უნდა დაიწყო და სწორად გააკეთო.
4. აქ საუბარი იყო რომ ლარში რატომ უნდა მოხდესო ამის დაბანდება. ესეც აქსიომაა და უნდა იცოდეთ, რომ სხვა ვალუტაში ვერ მოხდება ამის გაკეთება (ნუ იქ შეიძლება რაღაც პატარა ნაწილი კალათის იქნეს ქვყნის გარეთ აქტივებში ჩადებული და უცხოურ ვალუტაში, მაგრამ ძრითადი აქ უნდა დაბანდდეს და რათქმაუნდა ლარში). იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, დოლარიზაციას შეუწყობს ხელს, მოხდება თანხების გადინება ჩვენი ქვეყნიდან და იმის მაგივრად რომ ამ ფულმა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე და გარემოს სტაბილიზაციაზე იმუშაოს (ანუ ზევით რომ ვლაპარაკობდი ჩაკეტილ წრეზე იმის გახეთქვაზე), მოხდება საპირისპირო და ჩვენვე შევუწყობთ ხელს ჩვენი ეკონომიკის უკან დახევას.
5. უნდა გვესმოდეს რომ საპენსიოს აქვს 2 მიზანი (და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია), 1. პენსიონერების უზრუნველყოფა სიბერეში ნორმალური პენსიით (ეს ამბავი ისე რომ იცოდეთ ეკონომიკასაც ეხმარება, იმიტომ რომ პენსიონერების მსყიდველობით უნარიანობას ზრდის და ეკონომიკაში დამატებით თნხებს ჩაუშვებენ ისევ ისინი, უფრო დიდხანს იცოცხლებენ და მეტს შექმნიან, იყიდიან, იმოგზაურებენ და.ა.შ.) და შესაბამისად ამ პრობლემის ბიუჯეტის ტვირთიდან მოშორება და სისცოცხლისუნარიანი და დროში მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. ბიუჯეტში გამონთავისუფლებული თანხები კი უფრო ეფექტურად გადანაწილდება სხვა საშურ საქმეებზე; 2. დანაზოგების სწორი და ეფექტიანი ინვესტირებით კაპიტალის ბაზრებზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა, რიტმის დაჩქარება.
აი თქვენ ლიტერატურა (ონლაინ შეგიძლიათ წაიკითხოთ, ცოტა დიდი კი არის, მაგრამ ვისაც მართლა უნდა გაერკვეს და ისე არ ურახუნოს აქ კლავიატურას, იმისთვის მისწრებაა) სადაც ნახავთ თუ როგორ არის ეს სქემები/სისტემები მოწყობილი OECD ქვეყნებში (OECD იმიტომ მოგიტანეთ განვითარებული ქვეყნებია 97% მაინც), განხილულია ცალცალკე და შედარებულია ერთმანეთს, გამოყვანილია რანგირებაც.
http://www.keepeek.com/Digital-Asset-Manag...e-2015-en#page1აბა თქვენ იცით და ერთმანეთს თუ არ დაჭამთ კარგი იქნება.
This post has been edited by grou on 21 Apr 2016, 18:47