უკაცრავად, მაგრამ ჯავახიშვილს და ლიტერატურათმცოდნე ინგოროყვას ერთ დონეზე ნუ დავაყენებთ
" ივანე ჯავახიშვილი: ,,საქართველოს საგეოგრაფიო სახელებში აფხაზების და სხვათა წინანდელ ვრცელ მოსახლეობის კვალი, რასაკვირველია, უნდა შენახული იყოს და ვინც ამ საგანს გულდასმით შეისწავლის, ის უეჭველია საყურადღებო მასალას შეაგროვებს. ჯერჯერობით შეიძლება ორიოდე მაგლითი იყოს დასახელებული: გურიაში არსებობს სოფ. „დვაბზუ“, რომლის სახელი ნაწარმოებია იმგვარდვე, როგორც „ტუაფსე“ (დო _ აბზუ = ტუ _ აფსე); ორსავე შემთხვევაში „დო“ და „ტუ“ მეგრული თავსართია ადგილის აღმნიშვნელი ხოლო „აბზუ“ და „აფსე“ უდრის აფსუას, ესე იგი აფხაზს
ანუ პატივცემული მეცნიერი პირდაპირ აცხადებს, რომ აფსუა და აფხაზი ურთიერთშესატყვისი ტერმინებია...შესაბამისად აფსუა იგივე აფხაზია...
ივანე ჯავახიშვილი: ,,აფხაზებს მე ქართველთა მონათესავედ ვთლი მაგრამ ქართველებს არ ვუწოდებ. რაც შეეხება მეგრელებს და სვანებს და დავუმატებ წანებსაც მათ მათლაც ქართველ ტომებად ვთლი და ვუწოდებ”
ივ. ჯავახიშვილი ჯერ კიდევ თავისი «ქართველი ერის ისტორიის» პირველ გამოცემაში 1908წ. წერდა: «მთავარი ქართველი ტომები არიან: ქართები, მეგრელ-ჭანები და სვანები». იმავეს იმეორებს ს. ჯანაშია ქართველ ტომთა შესახებ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც გამოიცა 1943 წელს. ორივე აკადემიკოსის მტკიცებით, აფხაზებს ჰქონდათ საკუთარი, აფხაზური ენა."
სანამ ივანე ჯავახიშვილს ეთნონიმების აფსუასა და აფხაზის სხვადასხვაობას მიაწერთ უმჯობესია გაეცნოთ მისი ნაშრომების ნაწილს მაინც და დასკვნები შემდგომში გამოიტანოთ