10 კანდიდატამდე ავსულვართ უკვე...
გაგაცნობთ ჩემი ხედვების მცირე ნაწილს...
პრეზიდენტობის ვადის განმავლობაში შემოვიღებ მოდერატორების არჩევნების გზით არჩევის სისტემას, რაც მოხსნის ბევრ პრობლემას.
აღარ იქნება ალტერნიკების საშუალებით ფორუმზე რაიმე საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობების პრობლემა.
დაფიქრდით ფორუმელებო, აწონ-დაწონეთ ყველაფერი...
სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე, გაწონასწორებული, კორექტული, მშვიდობიანი, არაკონფლიქტური იუზერი არის საჭირო პრეზიდენტად.
არასდროს მიმიღია არათუ ვორნი და ბანი, არამედ სიტყვიერი გაფრთხილებაც მოდერაციისგან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მქონია კამათი ამა თუ იმ მნიშვნელოვან თემაზე ჩემი იუზერობის დაახლოებით 25 თვიან და 9135 პოსტიან პრაქტიკაში.
შეიძლება არ მეხატებოდეს ყველა იუზერი გულზე, მაგრამ არავისი ჯიბრი არ მაქვს გულში და არაა ჩემგან მოსალოდნელი ვინმეზე ანგარიშსწორება პირადი შეხედულებების გამო ამა თუ იმ იუზერზე თუ იუზერთა ჯგუფზე.
სამართლიანობა - ეს იქნება ცნება, რაც იქნება ჩემი პრეზიდენტობის მთავარი კრედო, ამ სიტყვის სრული და ნამდვილი მნიშვნელობით.
არ ექნება ადგილი იუზერების ჩაგვრას და დისკრიმინაციას ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრობის, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერობის გამო. იქნება სიტყვის თავისუფლება.
ასევე, გავხსნი მეგრულენოვან განყოფილებას ფორუმზე.
უფრო განვავრცობ მერე პროგრამას.
This post has been edited by ფორცხოლი on 22 Oct 2013, 11:48
. .