მასე მოუვიდათ ყაზბეგზეც
ჩემისაქართველოთქვენ რეზო 7777 ხართ მგონი ხომ?
ძალიან კარგი საიტი მოგვაწოდეთ
აშკარამართალია,ტენდერიც ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლენილია როგორც მე ვიცი,თან ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო სამუშაოები
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება
14:00 25-07-2013
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა სექტემბრის დასაწყისში დაიწყება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე სრულდება კომპანიის შერჩევის პროცედურები.
"ამ ეტაპზე სრულდება კომპანიის შერჩევის პროცედურები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან, გადაწყვეტილება გადაეგზავნება დონორ ორგანიზაციას – აზიის განვითარების ბანკს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შემდეგ კი მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სექტემბრის დასაწყისში დავიწყებთ სამუშაოებს", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, დასაქმებულ მუშების 100% ქართველი იქნება.
"ორ რამეს მივაღწიეთ რუსთავი-თბილისის მაგისტრალთან დაკავშირებით. პირველი ეს არის აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც იქ დასაქმებული მუშა ხელის 100% იქნება ქართველი, საინჟინრო პერსონალიდან კი მინიმუმ 70% უნდა იყვნენ ასევე ქართველები. ეს არ იდო პროექტში, რომელიც ჩვენ გადმოგვბარდა. მეორე მიღწევა კი ეხება საპროექტი დოკუმენტაციის დაზუსტებას. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც 14 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მანამდე გაცილებით მეტმა გაიტანა სატენდერო დოკუმენტაცია", - განაცხადა ნარმანიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/...-daitsyeba.htmlhttp://mrdi.gov.ge/ge/component/content/ar...vi-highway.html This post has been edited by gamarosti on 22 Oct 2013, 18:27