_ რა არგუმენტები გაქვთ სააკაშვილის სომხობასთან დაკავშირებით?
_ სააკიანი და სააკოვი სომხეთში დღესაც ძალიან გავრცელებული გვარებია. ამ გვარის ორიგინალი ვერსია სააკიანია, მაგრამ რუსეთში წასულებმა სააკოვად გადაიკეთეს, საქართველოში ჩამოსულები კი სააკაშვილები გახდნენ.
რაღა შორს წავიდეთ, საკუთარ წარმომავლობას ჩვენი პრეზიდენტის ბაბუა მიხეილ სააკაშვილი არც კი მალავდა. თავის დროზე, მას თანამშრომლობა ცნობილ ქართველ პოეტ ხუტა ბერულავასთან მოუწია, რომელიც იმ დროს გამომცემლობის ხელმძღვანელი იყო და სააკაშვილის წიგნი უნდა გამოეცა სამედიცინო ისტორიის შესახებ. წიგნის განხილვისას სააკაშვილს ხუტასთვის უთქვამს, არ გიკვირს, სომეხმა კაცმა ქართულად რომ დავწერე წიგნიო? ამ ამბავს ხუტა ბერულავა ძალიან ხშირად იხსენებდა...
გადმოცემების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის (ბაბუის) მეზობლად მცხოვრები ხალხი იმასაც ადასტურებს, რომ იგი ერთ ხანს ნამდვილ გვარს _ სააკოვს ატარებდა.
1950-58 წლებში მიხეილი სამედიცინო სექტორის რექტორი გახლდათ, რადგან სტალინის დროს გორელებს წყალობდნენ.
გორელ სააკაშვილებზე კი, ცნობებს იაკობ გოგებაშვილი გვაწვდის. მართალია, ნაწარმოებში ნახსენები სომეხი მღვდელის ვინაობა დოკუმენტალურად უცნობია და ტერტერათი მოიხსენება, მაგრამ იაკობ გოგებაშვილს იგი შემთხვევით არ მოუნათლია სომეხ სააკაშვილად. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილის სოფელი გორთან ახლოს მდებარეობს და ამ გვარის ნამდვილი წარმომავლობა კარგად იცოდა.
პირადად ჩემთვის სააკაშვილის სომხური წარმომავლობა ეჭვშეუტანელია, ხოლო მათ, ვისაც ამ გვარის ქართული აღნაგობა (შვილზე დაბოლოება) აბნევს, ავხსნი, რომ სავსებით შესაძლებელია, ქართული აღნაგობისა და დაბოლოებების გვარები წარმოშობით სომხური იყოს. მაგალითად, მე-17 საუკუნეში გვყავდა ქართველი ისტორიკოსი, ქართველი მემატიანე გორგიჯანიძე, რომელის გვარიც ასევე ქართული აღნაგობისა იყო, მაგრამ იგი ნასომხარი გახლდათ. ასევე ბეჟუაშვილი შვილზე მთავრდება, მაგრამ ამ გვარის მატარებელნი მე-17 საუკუნეში თეთრი წყაროს რაიონში ჩასახლებული სომხები არიან. დროთა განმავლობაში ისინი სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ და დღეს ქართველობენ".
წყარო:
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=1934&...ciT,+rac+SeWama