
ალბათ, მთელი საფრანგეთის სახელით მისცა
ერთი, რასაც ბოლო ხანებში მივხვდი, ჩვენებური პოლიტიკა გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო - უნდა გაერთო.
მეზობელი მყავს ერთი. კარგი კაცი. ცოტა ძველ ბიჭური წარსული კავშირებით. ყველა ნათესავი გააფრთხილა, მარგველას მიეცით ხმა, თორემ დამკარგავთო - მშობლებს, დედმამიშვილებს, შვილებს. არადა, ყველა წუწუნებს, არ მოგვწონს ეგო, ბაქრაძე მოგვწონსო. მოხუც მამას ცოტა ფხიანი ხალხი მოსწონს და მარგველა არ ეფხიანება, იქით სხვა ახლობელი სამუშაოდან გამოუშვეს პატიოსანი კაცი და დარჩა მთელი ბაჭან-ბუჭულები სარჩოს გარეშე და რატომ მისცემს ხმას და ა.შ.
არადა, მართლა კარგი კაცია, გვერდში დგომა იცის. ვერც უარს ეუბნებიან პირში, მაგრამ ვერაო, ვერ ვიზამთო. მე კი ვიცი, ვისაც მისცემენ ხმას, მაგრამ იმას არ ვეტყვი
სერიოზულად კი რომ ვთქვათ, ხმის უფლებას წარსული პატივისცემის გამო რომ შეუზღუდავ, ამით მხოლოდ გააბოროტებ კაცს. არ შეიძლება ეს. წარსულში, ნაციონალების დროს ერთი ფაქტი ვიცი, მოუგროვა ერთმა "ვინუჟდენში" ხმები ნაციონალებს - მერე ყველაზე ძალიან იმას ეჯავრებოდა ისინი. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, თავის ფავორიტს უკეთებს სინამდვილეში ცუდ საქმეს.