ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველმა კაბინაში ფოტო გადაიღო და თავისი არჩევანი დააფიქსირა, შემდეგ ეს ფოტო ინტერნეტსივრცეში განათავსი ცესკო ამაზე ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს.
"თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შენობაში არ მოხდა მსგავსი ფაქტის დაფიქსირება, ჩვენ ამ შემთხვევაში, სამართლებრივ ზომებს ვერ მივიღებთ", - აცხადებს აზარაშვილი.
ამომრჩევლების მხრიდან იმ ბიულეტენზე სურათის გადაღებას, რომლითაც მათ ხმა მისცეს, საარჩევნო დარღვევად აფასებს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. როგორც ლომჯარიამ News.ge-ს განუცხადა, ეს არის პირდაპირი დარღვევა, რადგან კაბინაში ფოტო და ვიდეომასალის გადაღება დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კაბინაში ორი პირის ერთად შესვლა აკრძალულია, აღნიშნული ფაქტის კონტროლი რთულია.
სოციალურ ქსელში ამომრჩევლები საარჩევნო კაბინაში მათ მიერ შემოხაზული ბიულეტენის ფოტოებს ავრცელებენ.
http://news.ge/ge/mobile/story/68204-tsesk...s-ver-moakhdens