მე კიდევ თქვენმა იუმორმა გამაოცა,ისე რომ ბოლომდეც ვერ ჩავიკითხე.
პ.ს. მიხარია თქვენი პოსტები რომ მხვდება ხოლმე.
ისე კი ჩემს საყვარელ ფორუმელებს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. იყო დრო რომ თვითონ ვყოფილვარ დამკვირვებელი ერთ ერთი პარტიის და მახსოვს რომ იმ ქალაქში არ უნდოდათ ნაციონალბის გაყვანა . მოწმე ვარ არჩევნების გაყალბების და ამას გარემო პირობებიც უწყობდა ხელს. როგორც ყოველთვის შუქები ქრებოდა ამ დროს და ეს არავისს აკვირვებდა. ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ასეთ რამეს ადვილად აღარ შეეგუება საზოგადოება.
თუმცა ბევრ დარღვევებე და ზეწოლაზე იყო ლაპარაკი ამ არჩევნების შესახებაც. მაგრამ ამ წუთას მთავარი ის არის ქვეყნისთვის და ცივილიზებული მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთან პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა პრეზიდენტის შეცვლა მშვიდობიანი გზით ხალხის არჩევით. ეს არის დემოკრატიის ღირებულება და არა როგორც ზოგს გონია ერთსქესიანი ქორწინება. რათქმა უნდა შემდეგში როგორ განვითარდება დემოკრატია, ეს დამოკიდებულია ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსზე და ამაში თქვენი დიდი წვლილიც იქნება. იმედია რომ არ შეეგუებით კურსიდან გადახვევას.