სისულელეა და დიდი ტყუილი!
სწორედ მინისტრობის დროს გავიცანი და ასეთი სამოქალაქო მინისტრი ვერც წარმომედგინა...
ჯერ ჩემთვის, სრულიად უცხოსთვის გამონახა უზარმაზარი დრო.
ისე ხდებოდა, რომ 5 წუთში ვერ ჩავატევდით სასაუბროს.
ამიტომ მომიწია მასთან კაბინეტში ლოდინი, სანამ მოიცლიდა საფუძვლიანად.
ისეთ საკითხებზე ურეკავდნენ, ისეთ კითხვებზე და ისე მოთმინებით პასუხობდა ყველა ნაცნობ მეგობარს, როგორც ძალიან უშუალო ადამიანი.
ამავე დროს სულ აკითხავდნენ მეგობრები.
ხო, შეხვედრებს შორის 5-10 წუთიან პაუზას იღებდა და ყველას, ვინც შეხვედრის დროს დაურეკა და ვერ დაელაპარა, თვითონ ურეკავდა - პირადად ვიყავი ამის მოწმე.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი არც ერთი ზარი და არც ერთი მეილი არ დაუტოვებია უპასუხოდ მთელი 3 თვის განმავლობაში...