ეს აშკარა შეუსაბამობაა. რუსეთი დაიშლება კი არა, არაერთხელ მითქვამს, რომ ის ჯერ კიდევ აღმავლობის გზაზეა და უახლოეს წლებში, თუ უფრო მეტ ხანსაც არა, სულ უფრო აგრესიული გახდება და სულ უფრო ადვილად მიგვწნეხავს.
მოკლედ, მე არ მესმის, შენ რა არ გესმის - რუსეთი გვმტრობს და სამწუხაროდ, ამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. რაკი ამაზე თვალს არ ვიბრმავებ, მე რა, კი არ მიხარია ეს ამბავი. მაგრამ ასეა და რა ვქნა.
ათასმეერთად ვიტყვი იმასაც, რომ დასავლეთს იმდენადაც არ ვაინტერესებთ, რომ ჩვენ გამო რუსეთს შეერკინოს. ეს დღესავით ცხადია. თუმცა ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიდის ხალხი დასკვნამდე, რომ დასავლეთში იქით გვაქეზებენ რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ულოგიკო და უსაფუძვლო მტკიცების გამოგონება ძნელია.
ასევე ათასმეერთად ვიტყვი, რომ ამგვარი ვითარების გამო, საქართველოს გადარჩენა საკმაოდ სათუოა, და რომ დღეს გამოსავალი არ არსებობს. ის, უბრალოდ არ არის.
თქვენ აწვებით იმას, რომ გამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს და აი, თუ ვთქვათ, რუსეთთან მოვიქცევით ასე კი არა ისე, გამოსავალიც გაჩნდება.
ისევ და ისევ სამწუხაროდ, ეგ უნაყოფო ილუზიაა. ზოგჯერ მართლა არ არის გამოსავალი.
მაგრამ თუ არ არის დღეს, ის შეიძლება გამოჩნდეს ხვალ, ზეგ, ამას ნიშნავს სწორედ ტერმინი "სტრატეგიული მოთმინება" - ეს აღიარებაა, რომ გამოსავალი არ არის და იმედის დატოვებაცაა, რომ იქნებ მერე გამოჩნდეს, იქნებ.
მტერი გამოვდივარ თურმე და მომავალი არ მინდა... მე კი ისევ გავიმეორებ, რომ რაც გინდა ხდებოდეს, არასოდეს გული არ უნდა გაიტეხო ადამიანმა, ხელები არ უნდა ჩამოუშვა და ყოველთვის უნდა ეცადო, გონივრულად მოიქცე. მიმაჩნია, რომ გადარჩენის შანსი გვაქვს, ამიტომ ის ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. აქ კი გვთავაზობენ - რაკი ცეცხლით მსუნთქავი უფსკრულის თავზე ვკიდივართ და ხელები დაგვეღალა, ბარემ ჩავხტეთ, რაღას ვწვალობთო. არა ბატონო, ჯერ კიდევ შეიძლება გავძლოთ ასე ჰაერში გამოკიდებულმა, ჯერ ცოტა ძალა კიდევ შეგვრჩენია და სანამ თითები არ თავისი არ გაგვეშვება არანორმალური დაძაბულობისგან, ჩვენით არ უნდა გადავხტეთ.
ოღონდ არ მითხრა, რომ რაკი ასე ვხედავ, ეს მდგომარეობა მიხარია ან მომწონს, თორემ პირდაპირ გავგიჟდები
zugdidi2013ვაპირებდი შენთვის ცოტა ვრცელი პასუხის მოწერას, მაგრამ ეს წავიკითხე: