თუ იქიდან გამოვალთ --- რა და როგორ სჯობს ქვეყნისათვის დღევანდელ რეალობებში, მაშინ სჯობს ბიძინა დარჩეს პრემიერის პოსტზე ადგილობრივი არჩევნების დასრულებამდე, რათა ნამდვილად ჩამოყალიბდეს რეალური სამართლიანობის დამკვიდრების ფუნდამენტის მყარად დაფუძნების შეუქცევადი პროცესი.
კონსტიტუცია და კანონმდებლობა საჭიროებს უსერიოზულეს მოწესრიგებას --- რათა გამოირიცხოს შერჩევითი სამართალი
და განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება-საშუალო ფენა.
დღეს არსებული სისტემა უხეშად ზღუდავს კონსტიტუციურ-სამოქალაქო უფლებებს უპირველესად ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის და აგრძელებს ერთპარტიული დიქტატურის საყოველთაო დამანგრევლობას.
ფაქტობრივად უუფლებო მოქალაქეებისაგან ვერ განვითარდება ქვეყნის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ჯანსაღი
სისტემა და გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარება რეალურად.
ქვეყნის შიდა-გარე მთლიანი ორგანიზმის ხედვის მქონე და მყარი სახელმწიფოებრივი შეგნების კადრების სიმწირე
სახეზეა --- თუნდაც პოლიტიკურ თანამდებობებზე დასანიშნ ალტერნატივათა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე.
კადრების მოძიება ძველი უვარგისი სისტემიდან ვერაფერს შეცვლის სასიკეთოსაკენ.
,,ბორდელიდან მხოლოდ მეძავების და სუტენიორების შერჩევაღა შეიძლება --- რადგან იქ სხვანი არც სუფევენ...''
,,განახლების ახალი სისხლი უკომპრომატოთა შორისაა მხოლოდ!''
This post has been edited by triumpi on 2 Nov 2013, 13:15
მიმაგრებული სურათი