სამწუხაროდ ყველამ უყურადღებოდ გაატარა ეს

ქუთაისის ისტორია რომ იცოდეთ , ან უნივერსიტეტის ისტორია მაგას არ დაწერდით.
თუმცა თქვენ რას გერჩით, სიტუაციაა ისეთი ქვეყანაში ვინც აზრზე არაა ზუსტად ისინი ლაპარაკობენ მათთვის უცნობ თემებზე.
ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა და აქვს იმის რესურსი რაც ქვეყანას სჭირდებოდა.
ხშირად ამ რესურსის სხვა ქალაქებში გადინება ხდებოდა (ეხლა უცხოეთში) და რაღაც დროით ვაკუუმში ცხოვრება უწევდა ქალაქს.
მთავარი ყოველთვის არის რამე ბიძგი, ნაპერწკალი რომ საქმე ადგილიდან დაიძრას. დაინტერესება უნდა იყოს.
ინდუსტრიული ზონა მითია, ეგ მუშაობდა სსრკ ს დროს და ისიც ძალისძალად. ხელოვნურად შექმნილი იყო ყველაფერი, მუშას ბინა მისცეს და სოფელს მოსწყვიტეს. სოფელში კიდე კოლმეურნეობაშიც უნდა ემუშავა 180 დღე (გააჩნდა რეგიონს)
არც საავტომობილო და მიტუმეტეს აღარც სატრაქტორო, "ლიტოფონი", ელ.მექანიკური არ აღსდგება აღარასოდეს იმ მასშტაბით რაც ის ადრე იყო, და მთლიან თუ არა ნახევარ ქუთაისს ეგ ასაქმებდა და ინახავდა.
კიდევ ვიტყვი, რესურსი ზუსტადაც რომ ბლომად აქვს ამ ქალაქს, აი ამ რესურსის ადგილზე დამაგრება და მისი საქმეში ჩაბმაა საჭირო ამ ეტაპზე. ამისათვის კი ქალაქს რაიმე პერსპექტივა უნდა ჰქონდეს. უნი-ქალაქი გრძელვადიანი პროექტია თუმცა გაამართლებს,
პარლამენტის მანდ ყოფნა შეუწყობს იმას ხელს რომ რესურსი ადგილზე დარჩეს და უნის პროექტმა გაამართლოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შაშიაშვილის დანაპირები მუზეუმ-ქალაქის მაგვარს
saqartwelo upirveles yovlisa.