ჩემთვის მიუღებელი მოსაზრებების ავტორთა აბსოლუტური ნაწილი რასაც ამბობს, გრანტის ხათრით არ ამბობს, - მართლა ისე ფიქრობენ.
ვისაც აღებული ექნება, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმავეს იტყოდა გრანტის გარეშეც.

სიტყვაზე, ნებისმიერი მიმართულების მიმდევარი შეიძლება იღებდეს ანაზღაურებას თუნდაც დახარჯული დროისთვის. მაგრამ ალბათ არ შეიცვლის მსოფლმხედველობას, თუ ამაში ფულს არ მისცემენ. და რა, "ჩემი" ანაზღაურება კეთილშობილური და გამართლებული იქნება, "სხვისი" კი ანგარებითი?
"გრანტი" არსებითად ისეთივე სწორხაზოვანი და სტერეოტიპული წარმოდგენაა, როგორიც, ვთქვათ, არსებობს ბევრი ნეოლიბერალის წარმოდგენაში "მრევლის" შესახებ.

არ ვამბობ, რომ "შუაში" ვიდგეთ. სულაც არ ვდგავარ იქ, მაგრამ შეიძლება სიმძაფრის დაკლება - არა 100, არამედ 80, 70... 100-ზე მოწყობილობები შეიძლება გადაიწვას.
"მეორე მხარის" ათიდან 1-2-3 აზრი მაინც ხომ იქნება მართებული, სრულად თუ არა, ნაწილობრივ. სხვა საქმეა, თუ ისინი ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე "ჩემი" "უბრალო უმრავლესობა". მაგალითად, წარმოდგენილ მოტივაციას კეთილშობილური პრაგმატული მისწრაფება ასაზრდოებს, მაგრამ ასეთი სარგებელი არ ღირს (რბილად) იმ კატასტროფულ ზიანად, რასაც მოიტანს განხორციელების მცდელობა.
-------------
სიტყვაზე, რაკი ნეოლიბერალიზმი ვახსენეთ: ნაომი კლეინი - "შოკის დოქტრინა".
ოფსაიტი:
http://www.naomiklein.org/mainრუსულად:
http://alternathistory.org.ua/naomi-klyain...tastrof-skachat...სხვათა შორის, ნეოლიბერალური ეკონომიკისა და დიქტატურების ურთიერთკავშირზეც. დიქტატურას კი ბევრი არაფერი სჭირდება, საკმარისია, მხოლოდ სპეციალურად შეღებილი სათვალით უყურებდე სხვანაირად მოაზროვნეებს, რომლებიც ხელს უშლიან "ნათელ მომავალს" (იშვიათად - "სახელოვან წარსულსაც"). მერე ყველაფრის გამართლება შეიძლება.