აბა როგორ, როგორ.

დიდზე დიდი ხანი მშვენივრად ეწყობოდნენ ერთმანეთს. IV-დან მე-XVIII-მდე.
York+
და ახლა ხომ არაა დაყოფის ობიექტური მიზეზები,

არც თავადობის აღდგენის საჭიროება არაა.
პირიქითაც, იმ ორი შტოს გაერთიანება-შერწყმა...
__________________________
ესე იგი... საქართველოს სამეფო ტახტის ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი.
მე-18 საუკუნეში მიმდინარეობდა მეტოქეობა ქართლის მეფობისთვის ორ ძირითად - კახეთის ბაგრატიონთა: თეიმურაზ II და ერეკლე II, და ქართლის მეფეთა: ვახტანგ VI და მის შთამომავალთა, ანუ ბაგრატიონ-მუხრანელთა შტოებს, შორის.
ზოგადად, ქართველ ისტორიკოსთა უმრავლესობა ყოველთვის დაუფარავად გამოხატავდა კეთილგანწყობას ბაგრატიონ-მუხრანელთა საგვარეულოსადმი, და ეს განპირობებული იყო მათი დიდი კულტუროლოგიური ღვაწლით, და პირადი მამულიშვილური საქმიანობითაც მათი მმართველობისას. თუმცა სიმპათიებმა და, თუნდაც, პირადმა მოღვაწეობამ არ უნდა გადაფაროს სხვა კრიტერიუმები.
თუ უშუალოდ "მუხრანელთა" მეფობისას არა, თეიმურაზ II აღსაყდრებიდან მაინც, კახეთის ბაგრატიონთა შტოს ჰქონდა
უდავო უპირატესობა გაერთიანებული სამეფო ტახტის მემკვიდრეობისათვის. ქართლის შტოს პირდაპირი მემკვიდრეობა ორჯერ შეწყდა, ლუარსაბ II და როსტომის დროს. კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ I კი დაქორწინებული იყო ლუარსაბის დაზე (ეს არაა პირდაპირი მოქმედების ძალის ფაქტი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც), ერთ პერიოდში იყო ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მმართველი. მისი შთამომავალი ერეკლე I, რომელსაც ამის ძალით ისედაც ჰქონდა უფლება ქართლის ტახტზე, ასევე იყო ქართლის მეფე, მისი ძეები კი - კახეთისაც; ასე რომ, ეს შტო კვლავ ინარჩუნებდა
გამაერთიანებლის ფუნქციას. ამდენად, უკვე თეიმურაზ II დროს სრულიად ცალსახა იყო მათი უფლებები ქართლის ტახტზე, მით უფრო მას შემდეგ, რაც ორი სამეფო კვლავ გაერთიანდა ერეკლე II მპყრობელობის ქვეშ (თუმცა ქართლის თავადთა ნაწილს არ სურდა "კახელების" ბატონობის აღიარება

).
მაგრამ ეს, ერთი შეხედვით, ცხადი უპირატესობა დაამდაბლა და საეჭვოდ აქცია თავად ერეკლეს საქციელმა. საქმე ეხება მის დამოკიდებულებას 1755-56 წლების საეკლესიო კრებებისადმი.
კრება განიხილავდა ბრალდებას კათალიკოს-პატრიარქ ანტონ I მიმართ, მის მიერ კათოლიკური რწმენის უპირატესობის აღიარებაზე. აშკარა მტკიცებულებების გამო კრებამ გადააყენა ანტონი.
იქვე დაიდო დადგენილების უარყოფის ასაცილებელი წყევა: ვინც დაარღვევდა განჩინებას და დააბრუნებდა ანტონს საპატრიარქო ტახტზე, მასზეც და მთელ ერზეც მოიწეოდა ღვთის რისხვა და 7 მსოფლიო ეკლესიის წყევლა. დამატებით, დაიფიცა ორივე მეფემაც, - რომ აღარასოდეს შეეცდებიან ანტონის აღდგენას ამ ხარისხში, თუ არადა - ჩვენ და ჩვენი შთამომავლობა სამეფო პატივს მოაკლდესო! და ასეთი ფიცი ღვთისა და ეკლესიის წინაშე (!) ერეკლემ სრულიად წინდაუხედავად, საკუთარი სიმპათიებიდან გამომდინარე, დაარღვია პირველივე შესაძლებლობისთანავე. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მან ეს ფიცი დადო მისი შესრულების განზრახვის გარეშე (რაც ძალიან მოულოდნელია მისგან, ამ სულით და ხორცით ქრისტიანი მმართველისაგან).
გასაკვირია, რომ მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რომელიც თავის კაპიტალურ ნაშრომში მიჰყვება მისსავე მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ ხაზს ისტორიის ღვთივსულიერი, ეკლესიური შესწავლის შესახებ, ამ შემთხვევაში არ ანიჭებს ფიცის დარღვევას რაიმე მნიშვნელობას, და ირიბ გამართლებად მოაქვს პაპის წერილი ერეკლესადმი (იმავე პერიოდში, მაგრამ სხვა საკითხზე) და ანტონის ერთ-ერთი თანამედროვე ბიოგრაფის შეხედულება ("ერეკლეს გაბედული ქცევა... ისტორიულადაც და ლოგიკურადაც სრულიად გამართლებულია"). მიზეზი ამისა არის ისევ და ისევ კულტუროლოგიური ღვაწლი, ამჯერად თავად ანტონისა. მაგრამ თუ ბაგრატიონთა შტოებს შორის დავისას ქართველი მკვლევარები ითვალისწინებდნენ კახეთის საგვარეულოს უფლებებსაც და მათი მოღვაწეობის რეალურ საჭიროებასაც ქვეყნისათვის, - ამ შემთხვევაში სახეზეა მკვლევართა (არა მარტო ისტორიკოსთა) აბსოლუტურად მიკერძოებული ერთნაირი მიდგომა ამ საკითხისადმი, როცა ანტონის მოწინააღმდეგეთ, საქმის დეტალების გარკვევის გარეშე, ხელაღებით "ბნელებად" და "ფანატიკოსებად" აცხადებდნენ, ხოლო ანტონის გასამართლებლად... ისევ მის კულტურულ ღვაწლზე მიუთითებდნენ (რითაც დაუფარავად აშკარავდება წინასწარგანზრახული არაობიექტურობა).
დეკანოზი დავით ქვლივიძე, მაგალითად, ამბობს, რომ "იმის შემდეგ ამ წყევლის ქვეშ ვართ და ვერ გავთავისუფლდით. ნახეთ, ამის შემდეგ რა დღეშია საქართველო, ამის შემდეგ იყო, აღა-მაჰამად-ხანი, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, ავტოკეფალიის დაკარგვა, რუსეთის 200 წლიანი ბატონობა. ანტონმა საქართველო დაღუპა" (
http://qadageba.ge/index.php?option=com_co...21-08&Itemid=18 ). შეიძლება ითქვას, რომ არა იმდენად ანტონმა, რამდენადაც ერეკლე II საქციელმა, რამაც შედეგად,
მისტიკურად,

გამოიწვია კიდეც მისი მემკვიდრეების მოკლება მეფობისაგან და, საერთოდაც, მეფობის გაუქმება ქართლში დამპყრობლის მიერ.
დამპყრობელი რომ იყო, ეს ყველამ ვიცით და "ხელშესახები" ფაქტია, მაგრამ არის უხილავიც ფაქტებიც. და ამის გათვალისწინებით უკვე ძალიან სადავოა ის უპირატესი უფლება მემკვიდრეობაზე, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. იმიტომ რომ
ასეთ საკითხში სულიერ კომპონენტს ისევე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ფაქტოლოგიურ გარემოებებს.
ცნობილი ქორწინებით ეს დილემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილია.