#38768852 · 17 Nov 2013, 23:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kaifistka რამდენი სისულელე დაწერე, ვეღარ ვითვლი... მერე კიდევ განათლებაზე დებ თავს და შეურაცყოფად იღებ რეალურ შეფასებას რაც გეკუთვნის "დაჯექი ორი"..
QUOTE | ირანს აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა ოფიციალურად შეიძლება არ აღიარებდეს და რას მიედ-მოედები რაა. |
არ აღიარებენ და შენ გაჩვენა ახმადინეჯადმა საიდუმლოდ არა? თვით შტატები და ისრაელი ჰუსეინს რო ქიმიური იარაღის ქონას აბრალებდნენ და ერთიც ვერ უპოვეს, ისინიც კი არ აბრალებენ რო ირანს დღეს აქვს ატომური იარაღი... შექმნის სურვილს აბრალებენ, მაგრამ სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა ყოველთვის...
QUOTE | 1950 წლიდან ოფიციალურად წერია რომ აქვს ბირთვული იარაღის პროგარამა |
წაკითხულის გაგებას რაღაც დონე სჭირდება ცოდნის... ეხლა რა შეცდომები დაუშვი: ჯერ ერთი 1957-დან და არა 1950-დან ამას არა უშავს... მეორეც ბირთვული პროგრამა და არა ბირთვული იარაღის პროგრამა. განსხვავება რაში მდგომარეობს ხვდები თუ ვერა? მაშინ შაჰი ამერიკის მოკავშირე იყო და ამერიკელები მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოსაყენებელ ბირთვული ობიექტების აშენებაში აპირებდნენ ირანისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას...
QUOTE | თუ არ იცი ინგლისური ან სხვა უცხო ენა ქართულადაც კი იძებნება ინფორმაცია ირანის ბირთვულ იარაღზე. |
ეხლა ინტერნეტში სად რა იწერება ენას რო ძვალი არ აქვს ის პონტია. ცოტა უფრო სერიოზული ვიკიპედიაა და ჰა შენ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა ვიკიპედიის სტატიიდან: Estimating when Iran might possibly achieve nuclear "breakout" capability, defined as having produced a sufficient quantity of highly-enriched uranium to fuel a weapon – if a working design for one existed and the political decision to assemble it was made – is uncertain. შენ თუ აქედან ის დასკვნა გამოიტანე რო ირანს ეხლა ბირთვული იარაღი აქვს, ინგლისის დედოფალზე მეტი ინგლისური გცოდნია...
QUOTE | უბრალოდ მეცინება შენ რომ საუბრობ ქართველი პროფესორების როლზე ირანში ატომური იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. თურმე რა ძვირფასები არიან ირანისთვის 2003 წლიდან და პატრიოტები არიან და არ მიდიან. |
ეხლა შენ რაზე გეცინება მაგრა მკიდია, მაგრამ ეგ ხალხი დღესაც ძვირფასია, ერთ-ერთი მათგანი სახაროვის მოადგილე იყო წყალბადის ბომბზე მუშაობისას და იცის ბევრი ის ტექნოლოგია და პარამეტრი, რომელიც დღესაც საიდუმლოდ ითვლება და არ ცხადდება არცერთი ბირთვული სახელმწიფოს მიერ. ასე რო ძალიანაც სწორია გადაწყვეტილება, თუ ასეთ ხალხს საკუთარი შეხედულებისამებრ ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემენ, თუმცა მათი დაფასება ჯერ საკუთარ სამშობლოში უნდა მოხდეს და ლომაია და ხუბუასნაირი ნაძირალები მათ სამსახურს ვერ უნდა ატოვებინებდნენ..
QUOTE | და რაც შეეხება პროცენტებს კიდე მაგ პოსტზე დარეპორტდები. შემოვედი და დაღლილი დავწერე და დამავიწყდა მართალი ხარ რომ თვეებზე გადამემრავლებინა მაგრამ იმის გამო რომ ძალიან შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერე დარეპორტდები. შენ მესაუბრები მე ინტელექტზე როცა შენ არ შეგიძლია არავისთან კამათი რომელიმე თემაზე შეურაცხყოფის გარეშე?! შენ თუ ინტელექტუალი ხარ და განათლებული ვინმეს აზრით მაშინ ვეტყოდი იმ ვინმეს რომ იმ ინტელექტის ფონზე რაც გაგაჩნია საკმარისი არგუმეტები და ცოდნა არ გაქვს, ვინმეს ამით რომ დაუწყო კამათი და ამიტომ გადადიხარ შეურაცხყოფაზე და ვინც ასე ფიქრობს შენზე დროა აზრი შეიცვალოს, მათ შორის თუ შენც ხარ. |
ეხლა არითმეტიკაში რო ეგეთი შეცდომები დაუშვა, რა უნდა დალიო, მოწიო ან გაიჩხირო არ ვიცი... რაც შეეხება შეურაცყოფას, შენ "დაჯექი ორიანი" შეურაცყოფად მიგაჩნია და რა ღვარძლი და ბოღმაც გადმოანთხიე საპატრიარქოს მისამართით იმ პოსტში, ის შეურაცყოფა არ იყო თურმე... რით იყავი "დაღლილი" რო 800 ლარიდან 160 საპატრიარქოს მიაქვსო გამომიცხადე???
QUOTE | მერე 25 მილიონი ცოტა ფულია? |
ეინშტეინი რო ახსენე, სწორედ მან სთქვა რომ ყველაფერი ფარდობითია... 25 მილიონი ჩემს ხელფასზე ბევრად მეტია და ქვეყნის ბიუჯეტზე ბევრად ნაკლები...
QUOTE | მე სხვებისგან განსხვავებით თავმდაბალი ადამიანიც ვარ |
უკვე ამ გამონათქვამის გამო არ ხარ...
QUOTE | რა გააკეთა საპატრიაქომ. |
ამას შენ ვერ გაიგებ, ვერასოდეს. არც ვეცდები რო აგიხსნა...
QUOTE | იცი კიდე არცერთ ქვეყანაში სანთელი ეკლესიაში არ იყიდება. |
ცრუობ...
QUOTE | 2 თვე არაა მგონი გასული ასევე სოფელში მუსლიმანებს სახლში ლოცვას რომ უკრძალავდნენ და არაფერი არ უქნეს და იმ ხალხმა რომელმაც არაფერი არ უქნა ოდესმე დადგება სხვისი რელიგიის სადარაჯოზე და სხვისი რელიგიის უფლებებს დაიცავს? ხომ არ მივიღეთ შემთხვევით ეს კანონი მხოლოდ მართმადიდებლებისთვის?! ამაზე დაფიქრებულხარ? საერთოდ დაფიქრებულხარ იმაზე რაზეც პატრიაქისგან ნებართვა არ გაქვს რომ იფიქრო და განსაჯო?! |
იცი რა, ერთეულ შემთხვევას, რომელიც გაწყობს სალაპარაკოდ, თითზე იხვევ და ცდილობ გამოიყვანო ტენდენციად, უბრალოდ ამორალურია... საქართველოში მეჩეთი, სინაგოგა და ქრისტიანული ტაძარი დედაქალაქში ერთ მოედანზე იდგა ცენტრში, საუკუნეების განმავლობაში... როცა საქართველოს ქართველი მეფე, ანუ ეროვნული ხელისუფალი მართავდა, არასოდეს არ ყოფილა სერიოზული რელიგიური კონფლიქტი... რამდენი აზერი, სომეხი და იეზიდი მყავს მეზობლად და არცერთს არანაირი პრობლემა არ აქვს ქართველებისაგან განსხვავებული... საქართველოს ტოლერანტობა და რელიგიური შემწყნარებლობა არ ესწავლება... გრანტიჭამიებს რა აწყობთ, ის კი მაგრა მკიდია..
QUOTE | და გია დვალი ერთი მეცნიერი ნუ მოგყავს. გია დვალი ერთი მერცხალია და შენ გაზაფხული დამანახე |
ლომაია-ხუბიკას შემდეგ გაზაფხული საქართველოში ასე ადვილად ვერ დადგება. ახალ რექტორსაც ჯერ არაფერი არ გაუკეთებია უნივერსიტეტი რო ავსებულია ნაცხროვის კადრებით, იმათ დასაფერთხად... ეხლა კოჰაბიტაცია დამთავრდა და აწი ვნახოთ... სხვაგან მომუშავე მამელუქები კი იცოცხლე ბევრია... ისე რამდენი ქართველი ფიზიკოსი მუშაობს ცერნში თუ იცი მაინც? BTW, 2005-ში ხუბიკა ახალი დანიშნული იყო რექტორად, როცა თბილისში ბერკლის უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობის დეკანი იყო ჩამოსული და ხუბიკა მოინახულა. ამერიკელმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა ჩვენი ბაკალავრი ფიზიკოსების მომზადების დონეს და თანამშრომლობა შესთავაზა რო ჩვენს ბაკალავრებს მაგისტრატურა ბერკლიში გაევლოთ და ამ ნაძირალამ უარი უთხრა. არიან ამ ფაქტის მოწმეები... ხუბიკა ეხლა მიუნხენშია, მოძებნე და ჰკითხე, საინტერესოა რას გეტყვის...
QUOTE | ეს იმას არ ნიშნავს რომ ირანს ჩვენი პროფესორები ჭირდება. არ ჭირდებათ იმათ ჩვენი პროფესორები. თუნდაც გია დვალზე ჭკვიანს ბევრს იპოვის |
ძალიან სჭირდება და ასე ადვილად ვერც პოულობენ... მიუხედავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დიდი ფინანსირებისა და კვლევების ხელშეწყობისა, საკუთარი კადრები ძალიან ძნელი გასაზრდელია. ზოგიერთ დარგში ძალიან ბევრსაც მიაღწია ირანმა, მაგრამ ემბარგო ტექნოლოგიებზე მათთვის ჯერაც არავის მოუხსნია. მარტო ქართველები არა, სხვა პროფესორებიც არ ჩადიან იქ...
რუკას რაც შეეხება, მე მაინც მგონია რო სერიოზული ციფრები ჰქონდა მის ავტორს, რომელი საიტის დახმარებითაც არ უნდა გაეკეთებინა ის რუკა...
რამდენიმე წელი ვიმუშავე რუსეთშიც და ჩემი პაციენტები (რუსი ქალები) დაახლოებით იგივეს მეუბნებოდნენ ქართველ მამაკაცებზე, რაც იმ რუკაზე ეწერა. ანდრეიარშავინობას არასოდეს აბრალებდნენ...
რაც შეეხება ქართველი ქალების მკერდის ზომას, მე მათ უფრო ხშირად ვხედავ დედიშობილებს, ვიდრე შენ, ნამდვილად არ გამიზომავს, მაგრამ მცირე ზომას უმეტესობა ნამდვილად არ უჩივის...
ვინც უჩივის ისინი ალბათ კუზანოვთან და კალანტაროვთან დადიან...
This post has been edited by makvala on 18 Nov 2013, 01:11
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|