ლოღიკის ფეიერვერკია პირდაპირ.
ახლა, მე რომ ფორუმზე შენი პოსტი ვერ ვიპოვო, სადაც ფილიპე მახარაძეს ან სერგო ორჯონიკიძეს არ ლანძღამ, ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ შენ ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის ქომაგი ხარ?
უამრავი ფორუმებია ინტერნეტში, გაზეთების კითხვაც შეიძლება. გაეცანი და ნახავ, რომ აქაური სომხები კი არა, ერევნელებიც არ აკლებენ სომხეთს გინებას არასწორი პოლიტიკის გამო.
ingfarთურქეთში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე საქართველოში, ან სომხეთში, იქ მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს არავინ ლანძღავს მათი ისტორიული სამშობლოს, ან "ასალა"-ს გამო. ჰრანტ დინკი რომ მოკლა ქუჩაში ულტრანაციონალისტმა თურქმა, თურქეთის ქუჩებში რამდენიმე მილიონი ადამიანი გამოვიდა იმავე დღეს. წარმოგიდგენია? ახლა აქ ვან ბაიბურთი რომ მოკლან (სჯვარი სწერია), ან გივი შაჰნაზარი (მაგასაც), რამდენი ასეული ქართველი გამოხვალთ ქუჩაში და გააპროტესტებთ?
ასევე, ბევრი ქართველი, რომელიც თურქეთში მეძავობით ან ქურდობითაა დაკავებული, სახელს უტეხს ისტორიულ სამშობლოს და ზოგადად ერს, თუმცა თურქებს აზრად არ მოუვათ იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ეს წამოაძახონ.
შესაბამისად, თუ კამათია, იყოს კამათი სტანდარტებისა და წესების დაცვით.
ვიღაცას ეჭვი რომ უჩნდება და ამ ეჭვის საფუძველზე დაშნაკცუტიუნის შავბნელ საქმიანობას მე რმ მომაწერს, ეგ ვერაფერი ვაჟკაცობაა
datuდა შენ გინდა თქვა, რომ სომხები და ქართველები კულტურულად თუ რელიგიურად ძალიან განვსხვავდებით?
ვაახ,
კაცმა სუპერჰიპერულტრაქსენოფობიური რეჩი მოარტყა, შენ კიდევ დაუყვავე და ახლა ისევ შენ გაქვს პრეტენზია ადამიანის უფლებების დაცვაზე?
გაგიჟდები კაცი ამ საქართველოში რა
რაც შეეხება ჩემს სომხობას, ჩემისთანა სომხები არ მოგაკლოთ საქართველოში ასეულათასობით-თქო, რომ გითხრათ, გული დაგარტყამთ, და მოვერიდები მაინც