primatiiVotrenმე იმას კი არ ვამბობ შევარდნაძე მამა აბრაამის ბატკანი იყო ---- ის , მაშინდელი გადმოსახედიდან ძალიან ახალგაზრდა დაინიშნა მვდ-ს მინისტრათ , მას არ ქონდა დიდი პოლიტიკური წარსული და საქართველოში იმიჯი შეიქმნა კორუფციასთან მებრძოლი პოლიტიკოსის . იმიჯის შექმნა და რეალობა სხვა და სხვა რამეა დამეთანხმეთ .
უყვარს საქართველოს ეგეთი ახალგაზრდები ..... გაიხსენეთ სააკაშვილმა როგორ მიიღო 95 % ხმების 2003 წელს ...... შევარდნაძის კორუფციასთან მებრძოლი ახალგაზრდის იმიჯით მოხიბლა მან საქართველო და რა მონსტრად გადაიქცა თვითონ კი ვნახეთ .
ამიტომაც ყველაზე იოლი გზა პოლიტიკური ბაგაჟი უცებ დააგროვო საქართველოში და მე ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც --- ეს არის კორუფციასთან ბრძოლა .
თუ ღარიბაშვილს უნდა უცებ დაიმსახუროს ქართველი ხალხის ნდობა , სიყვარული , პატივისცემა , რაც გინდათ დაარქვით --- მას ნაცების აწიოკებაზე კარგი ბერკეტი არ აქვს . ღარიბაშვილს კი ასეთი ნდობა ჭირდება დამიჯერეთ .
თუ იმას გავითვალისწინებთ რაც ხდებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში და პატარა ანალიზს ჩავატარებთ --- შეიძლება ბ.ბ.-ის გეგმა იყოს ეს და მაშინ მე მეორეჯერ მოვიხდი შლიაპას მის წინაშე ....
1. ბ.ბ.-იმ თავიდანვე იცოდა , რომ ის რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო და შემცვლელიც თავიდანვე ეყოლებოდა ამორჩეული , მისი პირადი ფავორიტი ღარიბაშვილი .
2. ბ.ბ.-იმ კარგად იცოდა ალბათ , რომ მისი წასვლის შემდეგ , მის შემცვლელს სერიოზული პრობლემები ექნებოდა ქვეყანაში ავტორიტეტის და ნდობის კუთხით .... ვინც არ უნდა ყოფილიყო შემცვლელი , მითუმეტეს ახალგაზრდა გამოუცდელ ღარიბაშვილს .
3. მე , როგორც ამ სფეროში მომუშავეს კი არა , სხვა მოქალაქებმაც იციან საკმაოდ სანდო ჭორების დონეზე , რომ საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმე ნაცების წინაამღდეგ ხელოვნურად არის დატორმუზებული , თაროზე შემოდებული . არა სასაცილო საქმეები ვაშლის ჭრასტან დაკავშირებით , არამედ სერიოზული ბრალდების საქმეები .
4. ხომ არ დაუტოვა ეს მსუყე ნაჭერი , ნაციონალების დასჯის ( სამართლიანობის აღდგენის ) , რაც სუპერ-პოპულარული არის საქართველოში ( გინდა დამეთანხმეთ ამაში ნაცები გინდა არა , ეს რეალობაა ) ბ.ბ.-იმ მის ფავორიტ , ახალგაზრდა ღარიბაშვილს რათა მან მყისიერად აკრიფოს პოლიტიკური პოპულარობა ქვეყანაში ? თუ ეს გათვლილი ქონდა ბ.ბ.-ის , ვიმეორებ მეორეჯერ 1 ოქტომბრის შემდეგ ვიხდი მის წინაშე შლიაპას .
5. ამ სქემაში ბრწყინვალედ ჯდება მთავარი პროკურორის გადადგომა .... ახალ პროკურორს ვეღარ ეტყვიან , ამდენხანს სად იყავიო .
6. ამ კონტექსტში კარგად ჯდება ანერიკელების განცხადება იმის შესახებ , რომ ისინი არავის უშლიან დამნაშავეების დასჯას ნაციონალური მოძრაობიდან , მაგრამ ითხოვენ ამ საქმეების კარგ გამოძიებას ( უტყუარი მტკიცებულებების დადებას ) და პროცესის გამჭვირვალობას
7. ბ.ბ.-ი არ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას , ამიტომ სამართლიანობის ამღდგენის იმიჯი , რომელიც მას სუპერ-პოპულარულს გახდიდა ( ეს მას არ ჭირდებოდა ) მან მის ახალგაზრდა ფავორიტს დაუტოვა . თვითონ კი მშვიდობიანი მტრედის იმიჯით განზე , არბიტრათ დარჩება .
ნუ ახლა რას დაწერენ ამ პოსტზე გულ ანთებული ნაც.კომკავშირლები გასაგებია

საინტერესოა სხვა , ადეკვატური უზერები რას ფიქრობენ მოვლენების განვითარების ასეთ სცენარზე .
---------
თუ ეს ასეა ----- მე ვურჩევდი ოცნებას , მვდ-ს მინისტრათ კახი კალაძის დანიშვნას , ხოლო პროკურორათ აუცილებლად არა პოლიტიკური ფიგურის დანიშვნას , სასურველია არასამთავრობო სექტორის , პროზაპადნიკების წრეებიდან რომლებიც კარგად არიან ცნობილი ევროპაში .
ძალიან ძნელი იქნება ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა შიშკოვსკიმ ( სიტყვაზე მოვიყვანე გვარი ) აუხსნას ევროპელ დეპუტატებს , რომ მილანეზეს 4-ი ნომერი ახალი ლავრენტი ბერია არის

გაუჭირდებათ
01.10.2012.