ჩვენნაირ ქვეყნებში ეგრეა ხშირად

ანუ რას ვგულისხმობ, 9 წელი იყო მიშა და ყველას ეგონა რო დარჩებოდა, თამაშის წესები არ იყო კარგი, მაგრამ იყო გარკვეული.
ინვესტორებმა იცოდნენ რასთან ექნებოდათ კონკრეტულად საქმე

ეს არჩევნები რო მოხდა, უცბად დაიწყო გაურკვევლობა. თამაშის წესებზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით... ხან ინვესტორებს არ ვყიდით მიწას ეთნიკური ნიშნით, ხან შრომის კოდექსს ვეპოტინებით და.ა.შ
ყველაფერი უნდა დაწყნარდეს და დალაგდეს, უნდა ჩამოვყალიბდეთ რა ეკონომიკურ კურსს ვიღებთ და ისევ დაიწყება წინსვლა.
ამიტო ამ შემთხვევაში ეგ კითხვა ალოგიკური არ არის და არც ის არის ალოგიზმი რომ ნაცების ბოლო წელში უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იყო ვიდრე წელს.
სანამ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ან აშშ-ს შევედრებით ასეთ რამეებში, უნდა გავითვალისწინოთ რომ იქ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ასე თუ ისე სერიოზულად უყურებენ და იციან რაც არის მოსალოდნელი ნებისმიერის ხელისუფლების ყოფნის პირობებში, ჩვენთან ასე არ იყო.
მოკლედ ობიექტურად ნებისმიერი ინვესტორის გადმოსახედიდან არასტაბილური სიტუაცია შეიქმნა 1 ოქტომბრის მერე ფულის ჩასადებად, მერე ნაცებმაც და ოცნებამაც შეცდომები დაუშვეს, ერთმანეთისთვის ცუდი უნდოდათ და საკუთარი თავებიც და ქვეყანაც დააზიანეს. იქ მიშა რო გაჰყვირის ეს კორუმპირებული რუსის კაციაო ეგეც აკავებს ინვესტორს და ივანიშვილი რო გაჰყვიროდა მეცხრე ადგილზე რო ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივით ეგ ტყუილიაო აი ეგეც.
მაგას რო ყვიროდა, ნეტა ის ეყვირა ძალიან უკან რო ვიყავით კერძო საკუთრების დაცვაში ეგ მიშას ბრალი იყო და წამოვიწევითო.
ტაკ შტო დანაშაული ყველას მიუძღვის, მაგრამ სიტუაცია დასტაბილურდება. ეხლა ერთი გამბედავი ფისკალური კონსერვატორი ეკონომიკის მინისტრი გვინდა, რამდენიმე კარგი რეფორმა და ყველაფერი დალაგდება
This post has been edited by ერეკლე! on 8 Nov 2013, 07:12