#1, #2, #3 პუნქტები ლოგიკურია, მაგრამ ტაქსების ლიცენზია და ამბავი რთულად მეჩვენება..
მთავარი კი, ერთმა იუზერმა დაწერა აქ, მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის შეგნებაა.
უამრავი შემთხვევა მაქვს ნანახი მეც, როცა ლამის ნახევარკილომეტრიან საცობში ვდგავარ და ამ დროს საპირისპირო მიმართულებაზე გადადის ვიღაც ჯიგარი და ებერება, იმას სხვა ჯიგრები და "აბა რამდენ ხანს ვიდგე"-როჟები მიყვებიან და საბოლოოდ საცობის თავში იჩხირება სასტავი და უარესად წელავენ საცობის დაშლის დროს..
+ ამას თეთრი შკოდის და შავჯიპიანობის (ეს პირობითად და ისე ზოგადად, ძალოვან და სახელისუფლებო რგოლის პიპიებზეა საუბარი) პრობლემა. უმრავლეს შემთხვევაში, უკიდეგანოდ თავხედი/უზრდელი მძღოლები მართავენ მათ.
აი, თავზე გადაგივლიან, თუ მიუშვი..აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, შემთხვევების 80%-90%-ში არავითარი "საგამოძიებო მოქმედებები" და "სამსახურეობრივი საჭიროებები" არა აქვთ, როცა რაღაც წარმოუდგენელ მანევრებს აკეთებენ. უბრალოდ, არ კადრულობენ წესების დაცვას.
+ პატრულების ასევე წარმოუდგენელი მოქმედებები, ასევე აბსოლუტურად არასაჭირო დროს. უბრალოდ მოეპრიანება გაჩერება სამოძრაო ზოლზე (პირველ ზოლზე ვამბობ ძირითადად_ და ჩადგება. ვსო, დაკავებულია ზოლი. ეგეც შენი საცობის ერთერთი მიზეზი.
+ ავტობუსების და მარშუტკების მანევრები, აბგონები, ამბავი..
+ ტაქსები - ცალკე თემა და ფენომენი საერთოდ

მოკლედ ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში უმეტესი წილი კონკრეტულად მძღოლის თემაა რა..