ისე კი ---მშვენიერი თემაა და ნამდვილად ღირს სააზროვნოდ და ცნობიერების გასაღვიძებლად.
ექსპრომტად და ახლა წერილი შავადა:
ხშირად თქმულა: რომ გავყვეთ კანონის უზენაესობას მკაცრად და ყოველგვარი შერჩევითობის გარეშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ --- ნახევრზე მეტი საქართველოს მოსახლეობა დასაჭერია.
და ემიგრაციაში ,,გაპარულები'' არა?
სავლეები პავლეებად იქცნენ და კვლავ სავლეობა აგრძელონ --- ეგრე სადაა???
ეკლესიას თავშეფარებულ დამნაშავეს არ იჭერენ.
კი --- სანამდის იგი ეკლესიის ტერიტორიაზეა.
მაგრამ გაცდება თუ არა საზღვარს --- უნდა დაჭერილ იქნას.
ეჭვი, ბრალი, სასამართლო, ადვოკატი, განაჩენი და აღსრულებაა ფინალი?
მივადექით სისტემას.
როგორია?
მისამღერი: ,,ჯიქანზე გიცანი!''
ბოჩოლა და ქურდი მწველავი.
ბოჩოლას აწყობს მწველავის გალიაში გადაყვანა --- რძეში ვეღარავინ შეეზიარება.
მაგრამ....
მოდის საგადასახადო: ბოჩოლ! ამ რძეს რომ მარტო წველი დედასა --- მე რა? ნერწყვები ვყლაპო?
მაიტა წილი!
ბოლო?
ორი ძროხა ,,ბოინში''.
ავაჰმე!
აბა საიდან ბრაზილიური სერიალის არომატიანი ღორები და ინდური მუები?
მიწა.
ვირი და ხარი ვარ?
უმიწო ფერმერი?
კიბუცელი გლეხი?
დიდი სოფელი და ბირჟა.
მაიტა ტრაქტორი, სასუქი, მომიხან, დამითესე.... ---მოკლედ: ,,მაიტა ნასოსი''.
ჩახედე ჯიბესა!
ცარიელია.
მშია!
ჩამიდე ფული, თორემ ,,ლენინურად'' ავჯანყდები.
ამასობაში.... ---ფაფუ!
რა ფაფუ?
,,გაგვყიდეს ჯოო ამ უნამუსოებმა, ბოლომდის გაგვძარცვეს გაგვაღატაკეს სანამ მე და შენ..... ჩამონათვალს ვეღარ ვწერ --- ,,გრძელია''!
მტრები: ,,გაგედოთ''?
აბა?
ჩვენ თვითონ!.... ჩვენ თვითონ ,,გავიდეთ''....
მერე რაღასღა აპირებთ? როსღა ,,გამაიღებთ''?
უშაბათო კვირას.....
დაგვცინიან ,,საკალანდენი'' ---სიცილიც დაავიწყდათ ამდენ ღრუტუნში საწყლებსა.... ახია ღრუტ...ახია ღრუტ....
პროლეტარებოოო... თქვენა ასე და ისეო...
მერე იტყვიან საიდან ეს ვენდეტა ლენინიო: ,,ბალზამი გაიჩხირეთ, ბალზამი! თქვე საპირამიდე მუმიებო!'' --- ყმუიან ჯუნგლიდან
რეზერვაცირებული პროლეტარები და პირამიდას აგებენ იდეურად საკატორღესა ...
რევოლუცია!
რათა?
იმათა.
აღარ უშლიან?
თავი კი უშლის, მაგრამ კუჭი ულმობლად ბატონობს!
ცხოველი ხარ?
არა?
აბა?
უარესი!
ეგ როგორღა?
,,ყველაზე სასტიკია გაცხოველებული ადამიანი და გეშინოდეთ ამისა! --- ეს ყოფილა ნამდვილი გენერალური პროკურორი...''
ავაჰმეეეე....
,,ჯერ სადა ხართ!'' --- იკრიჭება მამინაცვალი: ,,მა რა გეგონათ... შაგრჩებოდათ ღალატნი? მამა კი შეგარჩენთ, მაგრამ მე არა!''
სურათი დაიდოს მამინაცვლისა!
აჰა:
This post has been edited by triumpi on 8 Nov 2013, 12:04
მიმაგრებული სურათი