#38661565 · 8 Nov 2013, 13:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ირაკლი ღარიბაშვილი - თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია თანამდებობებს შეინარჩუნებენ 13:04 08-11-2013 ირაკლი ღარიბაშვილი - თეა წულუკიანი და ირაკლი ალასანია თანამდებობებს შეინარჩუნებენ თეა წულუკიანიც და ირაკლი ალასანიაც ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგურამოში ყოფნისას განუცხადა. მოქმედი შს მინისტრისა და მომავალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ძირეული გადაადგილებები მთავრობაში არ იგეგმება. ”მთავარი ცვლილებები არის, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი და ჩემი შემცვლელი”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, დაიკავებს თუ არა შს მინისტრის თანამდებობას მისი რომელიმე მოადგილე. საგურამოში დღეს ილია ჭავჭავაძის იუბილე აღინიშნება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება.
--------------------
ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან (ც)
|