ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება
11:48 08-11-2013
ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება. ფარცხალაძე ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.
"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია სამთავრობო უწყებებში გადაამოწმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორად ნამდვილად ინიშნება.
ფარცხალაძე 1971 წელს არის დაბადებული. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...dze-iqneba.htmlრა ქონების მფლობელია და ვინ არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფროსი
28 ივნისი 2013
219 ნახვა
iveroni.com.ge
რა ქონების მფლობელია და ვინ არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფროსი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელ უფროსს 37 წლის, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც 2012 წელს ფინანასთა საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, ანაზღაურების სახით 74 170.00 ლარი აქვს მიღებული- ამის შესახებ ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძე ქონებრივ დეკჯლარაციაში უთითებს.
აღსანიშნავია, რომ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობის ყოფნის პარალელურად შპს "ბოდი გარდის" თანაპარტნიორიც იყო, რომელიც თბილისში ვაჟა ფშაველას გამზირზე 45-ში ("რუსთავი 2 "-ს ყოფილი შენობა) ფიქსირდება. შპს "ბოდი გარდი" 204 წლის 15 აპრილს არის დარეგისტრირებული. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი დეტალი, ოთარ ფარცხალაძე რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი იყო, პარალელურად შპს "ბოდი გარდის" პარტნიორიც იყო.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძემ 2012 წლის 21 მაისს "ლიბერთი ბანკიდან" სესხის საით 26 350 ლარი აიღო, რომელიც ხელშეკრულების თანახმად 2016 წლის 2 თებერვალს უნდა დაფაროს. ამ ეტაპზე, მას უკვე 11 350 ლარი უკვე დაფარული აქვს.
ოთარ ფარცხალაძეს სარემონტო სამუშაოებისთვის 15 000. ლარი დაუხარჯავს.
ოთარ ფაცხალაძის სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანა "Toyota 4-runner, 1994, XIX 543", 1994, XIX 543".
ოთარ ფარცხალაძეს ჰყავს მეუღლე ქეთევან ცქვიტინიძე და 13 წლის შვილი დავით ფარცხალაძე
http://newsport.ge/33627-ra-qonebis-mflobe...si#.Unya63pfq9Ihttps://declaration.gov.ge/declaration.php?id=46615 This post has been edited by 7-november on 8 Nov 2013, 12:05