ჭიკაანი წყალს მიაქვს, დაბურღულებია ყველა უბანში და ყველა სახლში, მასეა გავაზშიც. ყვარელს აქვს წყალი მარა წყდება ხოლმე ხანდახან, გაკეთებული კი არის მარა როგორც ვიცი ბასეინები არ იძლევა 24 საათიანი მომარაგების საშუალებას(ასე მაქვს გაგებული მე). სხვა სოფლებზე ვერაფერს ვიტყვი. თუ არა აქვთ და გააკეთებენ ძალიან კარგი.
გზებს არ ვუჩივით ყვარელში, სოფლებში დააგებენ ალბად უფრო. მაგალითად ჭიკაანი-გავაზის გზაზე რაც თავი მახსოვს გზა არ დაგებულა და რამდენიმე წლის უკან დააგეს. ეხლა ყველა უბანში ვერც ისინი ვერ დააგებდნენ და ვერც ესენი ვერ დააგებენ.
ილიას ტბაზე რაღა კაპიტალური სამუშაოები უნდა ჩაატარონ? ჩატარებულიც არის და გადატარებულიც. იავნად ჩამატებულია ეს, ალბად თვითონ რომ მიიწერონ

ნაპირსამაგრი სამუშაოები 2004 წლის მერე ყოველ წელს წარმოებდა და კარგი იქნება თუ არ შეჩერდება.
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი