საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება
15:00 09-11-2013
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
მინისტრობის კანდიდატი მოქმედმა შს მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ჭიკაიძის ბიოგრაფია ასეთია:
დაბადების თარიღი და ადგილი: 6 ივნისი, 1985 წელი; ქ.თბილისი
განათლება: 2007 წ - ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით.
წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი
პროფესიული გამოცდილება: 2013 წლის მარტიდან დღემდე - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი
2012 -2013 წწ - შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი
2011-2012 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი
2010-2011 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი
2009 წ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.
2008- 2009 წწ - მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.
ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...dze-iqneba.html