ზღარბიბიაი წაიკითხე და პირველის სურათი მერე დადევი.... გაიგეე?
12 წელი ბანკში ვიმუშავე და აი ამათი ვაჟბატონის დამსახურება არის ქვეყანაში ფინასები და კრედიტების ფაკულტეტი რომ გააუქმეს....
ხტფუიიი...
მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, ლადო გურგენიძემ, გიორგი ქადაგიძემ და გიორგი გოგუაძემ, ირინა ჯინჭარაძეს ბანკის წილი შანტაჟითა და მუქარით წაართვეს!“
რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ინვესტ ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი გზირიშვილი თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო ბანკში მის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია შეიყვანა სამუშაოდ; ის ბანკის გაკოტრების მიზეზების, ფინანსური მდგომარეობის შესწავლასა და ამავდროულად, სალიკვიდაციო სამუშაოებს შეასრულებს. გიორგი გზირიშვილთან ერთად „ინვესტ ბანკის“ ერთ-ერთი მფლობელი ყოფილი პარლამენტის წევრი და „ლიბერთი ბანკის“ ყოფილი მმართველი გიორგი გოგუაძეა. ის ერთი წელია უკვე, რაც უცხოეთშია და სამართალდამცავებს ემალება. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ „ლიბერთი ბანკის“ 51%-იანი წილი სასამართლომ კანონიერი მფლობელის ირინა ჯინჭარაძის სასარგებლოდ დააყადაღა.
„გასული წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, „ლიბერთი ბანკის“ კანონიერმა მფლობელმა ირინა ჯინჭარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. მას თავისი კუთვნილი წილი ზეწოლითა და შანტაჟით სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგი რატომღაც არ ჩანს,– აცხადებს „ექსკლუზივ ნიუს“–თან საუბარში „ლიბერთი ბანკი“–ს სათაო ოფისის წარმომადგენელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა ამ ბანკში გაჩენილი ხანძარი, რომელიც, რატომღაც, სწორედ არჩევნების მეორე დღეს გაჩნდა კიბის უჯრედის იმ ნაწილში, სადაც დოკუმენტაციის არქივი იყო განთავსებული. ლადო გურგენიძე არჩევნების დასრულებისთანავე მიხვდა, რომ „ნაციონალების“ სასარგებლოდ ყველა მის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციები და გადარიცხვები, რომელსაც ის აწარმოებდა, გამოაშკარავდებოდა. სავარაუდოდ, მას ხანძრის გაჩენა აწყობდა კიდეც და მიზეზად მაშინ სწორედ ეს სახელდებოდა.
ირინა ჯინჭარაძეს „სახალხო ბანკი“-ს თავისი კუთვნილი წილი აგვისტოს ომის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ზეწოლისა და შანტაჟის გზით დაათმობინა. იმ ხანებში მას ინგლისიდან სტუმრად ჰყავდა ინვესტორი, ვინც 50 მილიონზე მეტ ინვესტიციას დებდა ბანკში და სწორედ მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და დოკუმენტაციის გაფორმება. ამის შესახებ იცოდა ვანო მერაბიშვილმა და ამიტომაც შემოუთვალა: თუკი არ დათმობ წილს და არ გადმოგვიფორმებ, შენს შვილს მივხედავთო. ირინას ორი შვილი ჰყავს: ერთი ქალიშვილი, რომელიც რუსია და ქართველ კაცზეა გათხოვილი და მეორე შვილი ბიჭი, რომელიც ახლა 14 წლისაა და მამუკა ჯინჭარაძისგან ჰყავს. მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი ირინას ემუქრებოდა ბანკის წილის სანაცვლოდ შვილის სიკვდილით, ეს პატარა ბიჭი 9 წლისაც არ იყო, ამიტომაც ქალბატონი იძულებული გახდა ბანკის წილი კაპიკებში გაეყიდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ სიბინძურესა და შანტაჟში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც იყო გარეული. სწორედ ის არწმუნებდა ირინას, რომ წილი დაეთმო და ვისზეც ეტყოდნენ, გადაეფორმებინა. დაინტერესდეს გამოძიება ვისზე გაფორმდა ბანკის წილები და რატომ მოიყვანეს ამ წილის გადასაფორმებლად ნოტარიუსი დილის 5 საათზე! ეს ხომ „ნაციონალები“–სთვის ჩვეული მეთოდი იყო... მათთვის ციფრი „5“ საკრალური იყო და ყველა წართმეულ ქონებას და ნაყაჩაღარს ყოფილი ხელისუფლება სწორედ ამ დროს იფორმებდა. ამ ძალადობასა და შანტაჟში ბინძურად იყო ჩარეული ასევე გიორგი გოგუაძეც. მას ინფორმაციები ირინა ჯინჭარაძისგან ვანო მერაბიშვილისა და ლადო გურგენიძის მხარეს მიჰქონდა. მაშინ იყო, მიხეილ სააკაშვილმა ლადო გურგენიძეს „საქართველოს ბანკი“-ს წილები რომ წაართვა და „ლიბერთი ბანკი“ ხურდაში ისე გადაუგდო, თითქოს თავისი მამის ქონება ყოფილიყოს. ასე უთქვამს:– მიდი და წაართვი იმ რუსის ქალს ბანკი, ღირსია, რუსებმა ხომ ხედავ ომი დაიწყეს და მაგ ქალს ახლა არავინ გამოესარჩლებაო. ასეც მოხდა. მაშინდელმა შს მინიტრმა ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და ბანკის მოწილე და პარლამენტის წევრმა გიორგი გოგუაძემ „ლიბერთი ბანკის“ კანონიერი მფლობელი ირინა ჯინჭარაძე დააყაჩაღეს და გაძარცვეს. ხელისუფლებამ წართმეული წილი თითქოს ვიღაც უცხოელზე გადააფორმა, შემდეგ კი „ვიღაც“ ამ უცხოელისგან ლადო გურგენიძემ იყიდა. სინამდვილეში, ქაღალდების მანიპულაცია მოხდა უბრალოდ და სხვა არაფერი. ტყუილად ატრიალებდნენ დოკუმენტებს წაღმა-უკუღმა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი „ლიბერთი ბანკი“-ს კანონიერმა მფლობელმა, ირინა ჯინჭარაძემ, თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. „ექსკლუზივ ნიუსი“-ს ინფორმაციით პროკურატურამ ირინა ჯინჭარაძის საჩივარი საფუძვლიანად შეისწავლა და თითქმის ყველა მოწმე, მათ შორის ინგლისელი ინვესტორიც, ვინც პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ინგლისიდან ჩამოიყვანა, დაკითხა. საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად დამთავრებულია და იმ მოტივით, რომ არ მოხდეს ბანკის გადაყიდვა კიდევ ახალ მფლობელზე, სასამართლომ „ლიბერთი ბანკი“-ს 51%-იანი წილი დააყადაღა.
„ექსკლუზივ ნიუსი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ლიბერთი ბანკი“-ს გენერალურ დირექტორს ლადო გურგენიძეს სასამართლოში არა მარტო ირინა ჯინჭარაძე უჩივის, არამედ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტ დათხოვილ თანამშრომელთა უმეტესობაც.
„მე ირინა ჯინჭარაძეს სოლიდარობას ვუცხადებ და ლადო გურგენიძეს სასამართლოში მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ვუჩივლებ. ლადო გურგენიძემ უნდა გამცეს პასუხი, რა გახდა „ლიბერთი ბანკი“-დან ჩემი გათავისუფლების მიზეზი? საბანკო სისტემაში მუშაობის 30 წლის გამოცდილება მაქვს და ამ ხნის მანძილზე უბრალო საყვედურიც კი არ მიმიღია. რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება, უცნობია და არც არავის უთქვამს ამის შესახებ არაფერი. „ლიბერთ ბანკი“-ს ხელმძღვანელობამ კარგი მუშაობისთვის სიურპრიზი მომიწყო; 2012 წლის 12 მარტს საბანკო სისტემაში მუშაობის 30 წელი შემისრულდა, რამდენიმე თვეში კარგი სამსახურისთვის „დამაჯილდოვა“ და თანამდებობიდან დამითხოვა. მან ერთი ხელის მოსმით დაანგრია ჩემი 30–წლიანი კარიერა. რაც შეეხება თანამშრომელთა შემცირებას, ბოლო 2 წლის განმავლობაში ლადო გურგენიძემ ორი ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა და უმუშევარი დატოვა. როგორც მან არ დაგვინდო, ისე ჩვენ არ დავინდობთ მას. გავერთიანდებით ყველა უკანონოდ დათხოვილი თანამშრომელი, გამოვუცხადებთ ირინა ჯინჭარაძეს სოლიდარობას და კანონის ძალით დავასმევინებთ წერტილს ლადო გურგენიძის პარპაშს და უკანონობას „ლიბერთი ბანკ-ში“. გამოძიება უნდა დაინტერესდეს მისი საქმიანობის კანონიერებით და საკადრისი პასუხი გასცეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორი ათასი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნის გამო გაათავისუფლეს ზოგი არჩევნებამდე, ხოლო ზოგიც– შემდეგ. იქ, სადაც თანამშრომლები ნახევარსაათიანი შესვენების დროს ყავას სვამდნენ, მოსასმენები ჰქონდათ, თურმე, დამონტაჟებული. ჩემი გათავისუფლების მიზეზიც პოლიტიკურია. მე არ ვაიძულებდი თანამშრომლებს სააკაშვილის სიყვარულს და არც აზრის გამოთქმას ვუშლიდი ვინმეს. ეტყობა, სწორედ ამისთვის დავისაჯე. ხოდა, ახლა ნახოს ლადო გურგენიძემ, მისგან ათასობით გაავებული და გაუბედურებული ადამიანის რისხვა რომ დაატყდება თავს. ერთადერთი, რაც მიხარია და იმედით მავსებს, ისაა, სასამართლომ რომ დააყადაღა „ლიბერთი ბანკი“-ს 51%, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კოჰაბიტაცია დამთავრდა და დაიწყო სამართლიანობის აღდგენა. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება შეებრძოლება უკანონობას და ჩემს ქვეყანაში აღარ იქნება შერჩევითი სამართალი. რუსი ეროვნების ადამიანის უფლებებიც ისევე იქნება დაცული, როგორც ქართველების. ქართული სასამართლო კი ირინა ჯინჭარაძეს თავის კუთვნილ ქონებას დაუბრუნებს“,– განაცხადა „ლიბერთი ბანკი“-ს ნაძალადევის რაიონის ყოფილმა მმართველმა ქეთევან პოლიკაშვილმა.
„ექსკლუზივ ნიუსი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ლიბერთი ბანკი“-ს გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე საქართველოში არ არის და ის ამერიკაში იმყოფება, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს კი პროკურატურა ამ კონკრეტულ საქმეზე ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკითხავს.

რატომ გახდება ეროვნული ბანკის ტრანზაქციების გახსნა მსოფლიო სკანდალი?
2013.11.08 15:16
მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მიერ არაერთი მილიონი დოლარის სახელმწიფო თანხების მითვისების და ოფშორულ ზონებში გადაზიდვის შესახებ ინფორმაციები ამ პერიოდის განმავლობაში სისტემატიურად ვრცელდებოდა, დაზუსტებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის საჯაროდ არავის წარმოუდგენია და არც პროკურატურას დაუდევს რაიმე მასალები. ფართო გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დაკავების ფაქტსაც, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა იარაღის უკანონო ვაჭრობას ედავება.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის ტრანზაქციების გახსნა, საიდანაც არა მარტო სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიერ მიტაცებული თანხების მოძრაობა დაფიქსირდება,არამედ, შესაძლოა კეზერაშვილის დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტებიც დაიდოს.
„სააკაშვილის დაკავების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს 5 მილიარდიანი ტრანში, რომელიც აგვისტოს ომის შემდგომ გადმოირიცხა, აუცილებლად გაირკვევა ეს ფული სად და როგორ დაიხარჯა, გაიხსნება ფინანსური მაქინაციის სქემა, რომელსაც აწარმოებდა ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად, რომელმაც ჯამში, 700 000 მოქალაქე დააზარალა. ასევე, ერთს გეტყვით, -ნუ დაგავიწყდებათ კეზერაშვილის სკანდალური საქმე, ის ეჭვმიტანილია იარაღის კონტრაბანდაში, ეს არის მსოფლიო სკანდალი. ყველაზე საინტერესო ეპიზოდი კეზერაშვილის საქმიანობაში არის ის, რომ რამდენად შესაძლებელი იყო იარაღით მოვაჭრე ლიცენზირებულ კომპანიებიდან შეუთანხმებლად გაეყიდა იარაღი, სულ არის 5 ლიცენზირებული კომპანია, რომლებიც განთავსებულია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, ამერიკა, თურქეთი...რამდენად შესაძლებელია ეს იარაღი მოხვედრილიყო კეზერაშვილის საშუალებით ტერორისტების ხელში და კონტრაბანდისტებში. დღეს ამაზე დანამდვილებით ვიცი, რომ მიმდინარეობს ყველა იმ მარშუტის ძიება, სადაც თავდაცვის მაშინდელი მინისტრი იყო ჩართული და მარტო საფრანგეთი არ იძიებს კეზერაშვილის იარაღით ვაჭრობის საქმეს , ამ საქმით დაინტერესებულია ისრაელი და შეერთებული შტატებიც, თუ არ ვცდები თურქეთიც. არის ვერსია, რომ იარაღის კონტრაბანდამ გაიარა თურქეთზე. კეზერაშვილის საქმიანობით ოთხი დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებია დაინტერესებული: ისრაელი, ამერიკა, საფრანგეთი და მათ შორის რუსეთი. თუ კეზერაშვილს მოგებული თანხები გადარიცხული აქვს სააკაშვილის ანგარიშებზე. მას პასუხი აუცილებლად მოეკითხება. ამიტომაც საჭიროა სასწრაფოდ გაიხსნას ეროვნული ბანკის ტრანზაქციები, აქ კი ბევრი მტკიცებულება გამოჩნდება სააკაშვილის წინააღმდეგ",-აცხადებს კასრელიშვილი.