პირველი ქართველი, ვისაც "ბარსელონას" აკადემიაში უვარჯიშია, "სევასტოპოლში" მიდის
AutoSharing Option Yes No
10:28 13-11-2013
13 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთვება.
ვასილ მაისურაძის გუნდის განაცხადში ვეღარ მოხვდა რამდენიმე ისეთი მოთამაშე, ვინც 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა: მეკარე ალეკო ადამია, ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და თავდამსხმელები - ვანო წილოსანი, ალეკო მზევაშვილი, არჩილ მესხი და დავით დარციმელია.
ეს უკანასკნელი თბილისის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და წლეულს, ზაფხულში, ქუთაისის "ტორპედოში" უნდა გადასულიყო, მაგრამ, მოულოდნელად, 18 წლის დარციმელია პირველი ლიგის მარნეულის "ალგეთში" აღმოჩნდა.
ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელი გასულ ზაფხულს უკრაინის პრემიერლიგის კლუბ "სევასტოპოლში" ისინჯებოდა, "ალგეთში" კი დროებით თამაშობს, რადგან უკრაინაში წასვლას კვლავ იმედოვნებს.
ინფორმაცია თავად დარციმელიამაც დაგვიდასტურა:
"დიახ, ასეა, ზაფხულში მართლაც ვიყავი "სევასტოპოლში" და უკრაინელები სატრანსფერო პერიოდის დაწყების შემდეგაც მელიან. მარნეულის "ალგეთში" ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობ და ვთამაშობ".
სხვათა შორის, დარციმელია პირველი ქართველია, ვისაც "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში უვარჯიშია: 2007 წელს, როცა თბილისის "ლოკომოტივი" კატალონიური კლუბისთვის ტალანტების მოძიების პროგრამაში ჩაერთო, აქ ჩამოსულმა სკაუტმა იაგო აგილარმა სწორედ დარციმელია გამოარჩია და ორი კვირით ბარსელონაში წაიყვანა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სულ ესაა ქართული ფეხბურთი და ფეხბურთელი
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...