კალაძე ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბრის დასაყისში (ხელისუფლებაში მოსვლისთანავე) ამბობდა რომ საქართველოში გრძელდება 15 ჰესის მშენებლობა და 30 ჰესის მშენებლობაზე გაფორმებულია მემორანდუმი. ეს ნიშნავს, რომ ამ 15 ჰესის მშენებლობა რომელზედაც კალაძე საუბრობს წინა ხელისუფლების დროს არის დაწყებული, ხოლო 4 ჰესი რომელთა მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება მის მინისტრად გახომის მომენტში მშენებლობის დასკვნით ეტაპზე იყო გადასული.
წინა ხელისუფლებამ საქართველოში შექმნა უაღრესად დადებითი საინვესტიციო გარემო ჰესების ასაშენებლად. ამის შედეგია რომ დღეს ყველაზე მეტი ინვესტიცია სწორედ ჰესების მშენებლობაში იდება. დადებითად ვაფასებ რომ დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს იგივე პოლიტიკას. კარგი იქნებოდა სხვა სფეროშიც ანალოგიური მიდგომა ყოფილიყო. რაც კარგი გაკეთდა და დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, უნდა გაღრმავდეს, გაგრძელდეს. რაც ცუდი იყო აღმოიფხვრას.
http://news.ge/ge/news/story/36073-akhalma...yidva-sheachera