ლიტველმა დეპუტატმა ჰომოსექსუალებს უკანა მხრიდან შესაკრავი ჯინსები აჩუქა
ლიტველი პარლამენტარის ქმედებამ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების პროტესტი გამოიწვია. ჰომოსექსუალებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით ცნობილმა დეპუტატმა პიატრას გრაჟულისმა ქვეყანაში მოქმედ არატრადიციული ორიენტაციის გაერთიანებას უჩვეულო ფორმის ჯინსი გადასცა საჩუქრად.
„გეების ლიტვურ ლიგაში“ მან საჩუქრები თავად მიიტანა. ამ ჯინსების განსხვავებულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ მათზე მეტალის ელვა, რომლითაც ჯინსი იკვრება, უკანა მხარეს არის განთავსებული.
„ეს სრულყოფილი ჯინსებია - ელვა განთავსებულია როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან. მე მათთვის სამოსი უფრო სრულყოფილი გავხადე“, - განაცხადა დეპუტატმა.
პოლიტიკოსი არ დაეთანხმა საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შეფასებას, რომ მსგავსი ქმედება სამარცხვინო ხუმრობაა.
„სამარცხვინო ისაა, რომ მამაკაცი მამაკაცთან სექსითაა დაკავებული," - ასეთი პასუხი დაუბრუნა გრაჟულისმა მისი ქმედებით უკმაყოფილო ხალხს.
„გეების ლიტვურ ლიგაში“ დეპუტატის საჩუქარი „ამაზრზენად“ შეაფასეს და ხელისუფლებას „ურცხვი დეპუტატის“ დასჯისკენ მოუწოდეს.
http://news.ge/ge/news/story/70313-litvelm...-jinsebi-achuqa