მე ვარ ნამყოფი რამოდენიმეჯერ

ძალიან ლამაზი და საინტერესო შენობაა მართლაც ... იქ ყველაფერია განთავსებული და დამონტაჟებული საპრეზიდენტო მართვის პირობებს რაც შეეფერება ... ნაციონალებზე ალერგია მაქვს მაგრამ ვთვლი რომ ეს შენობა რადგანაც აშენდა და გარემონტდა სათანადოდ ....არ უნდა შეეცვალოს ფუნქცია ისევე ქვეყნის უკეთ წარმოჩენითვის

რადგანაც იქედან განაკუთრებულად გამოიყურება უკვე თანამედროვე ევროპული თბილისი

მანამდეც დათვალიერებული მაქვს როდესაც რესპუბლიკის ,,გაი'' იყო განთავსებული და საშინელება იყო

ასევე მრავალჯერ მაქვს დათვალიერებული სახელმწიფო კანცელარიის შენობა ..ისიც გამოდგება ქვეყნის მართვისთვის მაგრამ უფრო კომუნისტური ელემენტები სჭარბობს

ხედები მანდედანაც კარგია თბილისზე მაგრამ მოდერნიზებული შენობები სჯობია ევროპული სახელმწიფოსთვის

პ.ს. დღეს ძალიან ბევრი ხალხი სტუმრობდა ..განაკუთრებულად ხანში შესული ადამიანების სიმრავლე აღინიშნებოდა ... მინდა დავაფიქსირო რომ ყველა ერთ აზრზე იყო და არ ეთანხმებოდნენ ფუნქციის შეცვლას .... ასევე სტუმრობდა ძალიან ბევრი ცნობადი სახე .. ერთი სიტყვით ყველაფერი ძალიან ლამაზია და ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა !
რიგები არ წყდება ..დაცვის სამსახური დაიღალა კიდევაც ...
და ბოლოს მინდა აღვნიშნო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს :- მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია კიდევ ერთხელ სტუმრობდა ამ ლამაზ შენობას დასათვალიერებლად ოჯახთან ერთად